მთავარი » 2015 » იანვარი » 4 » გიორგი ზანგური - ქურდი / giorgi zanguri - qurdi
10:10 PM გიორგი ზანგური - ქურდი / giorgi zanguri - qurdi
ლოგინს შეეპარა გლეხის გოგო ისე თამამი და კალმახური ტანზე არ მაკმარა საბანი და თავის სიმხურვალეც დამახურა.
ჯერ ჩამოიშალა ნაწნავები, როგორც ქალწულობის მიტოვება, ჩემზე გაიზმორა დალოცვილი ისე ვნებიანად იტორება?!
სუნიც ისე ჰქონდა ალესილი- ველურ ყვავილების სატევარი ჩემდა უნებურად გავიფიქრე “ღამე გამიხდება სათევარი”.
ისე დამათენა ამბორები, ისე გადიპარა აივნიდან, მისი უტაქტობის მონატრება ვიცი არასოდეს გაივლიდა დამმშვიდობებოდა მაინც!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1113 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, poetebi, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|