მთავარი » 2015 » იანვარი » 4 » გიორგი ზანგური - ღამემ უსურვილო ცაზე ამათრია / giorgi zanguri - ghamem usurvilo caze amatria
10:14 PM გიორგი ზანგური - ღამემ უსურვილო ცაზე ამათრია / giorgi zanguri - ghamem usurvilo caze amatria
ღამემ უსურვილო ცაზე ამათრია ვარსკვლავდაბერტყილი თუთის კენწეროდან, ვიცი ტუჩებიდან ამბორს ამათლიან, ქალაქს წვიმაში რომ მხრებზე ეცემოდა.
ღრუბლის აივანზე სხივის გამოფენას, ჩრდილებჩამოწელილ კედლის ავარიას, მზისკენ დედამიწის ყოველ გამოფრენას წარსულუქონელი აწმყო აბარია.
ხვრეტდა ხელისგულებს ცერით ბალერინა, ღამის სიგარეტი მალე იწეოდა და მე ვიხსენებდი, შენი მანერიდან ქალის სიფაქიზე როგორ იქცეოდა.
ქარმა გაიტაცა ხიდან საქანელა, ჩვენი ბავშვობიდან აწმყოს ვიფერადებ. მახსოვს ერთი სახლის ქუჩის დაქანება, სადაც საქორწინო კაბას გიკერავდნენ.
ღამემ უსურვილო ცაზე ამათრია ვარსკვლავდაბერტყილი თუთის კენწეროდან, ახლა ტუჩებიდან ღიმილს ამათლიან, ქალაქს ხალისით რომ თვალში ეცემოდა.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1094 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, poetebi, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0
|