Загрузка...
წამოსვლა. (ბზობა) მიკროპოემა / tsamosvla. (bzoba) mikropoema - 4 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
ხუთშაბათი, 2016-12-08, 9:07 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 4 » წამოსვლა. (ბზობა) მიკროპოემა / tsamosvla. (bzoba) mikropoema


10:19 PM
წამოსვლა. (ბზობა) მიკროპოემა / tsamosvla. (bzoba) mikropoema


ბზობა I

პატარა ქოხი გვქონდა. ღელესთან ახლო და ხის
ლაფარო. რომლის სუნი მუდამ ჟრუანტელს მგვრიდა,
უფროსი ძმები მუდამ მთაში დენიდნენ ნახირს
და ალიონთან ერთად ჩამოდიოდნენ მთიდან.
(ახლოვდებოდა ბზობა) ვმხიარულობდით რარიგ
მთელი ოჯახი. (თითქმის) მურა დარბოდა იქვე,
მხოლოდ და მხოლოდ მამა არღვევდა ჩვეულ განრიგს
და ჩამოფხატულ ქუდში სიზმრებს იჭერდა ხისქვეშ.

ბზობა II

პატარა ქოხი გვქონდა. ღელესთან ახლო და ხის
ლაფარო. ლაფაროსთან საბელს მიბმული ცხენი,
უმცროსი ძმა და ნენე მთაში დენიდნენ ნახირს
და სულ ელოდნენ მახსოვს უფროსი ძმების წერილს
ომიდან, (იდგა ბზობა) ეზოს შეუჩნდა ხავსი
და ის სიჩუმეც მორიგ უიმედობას თესდა,
მოწყენილიყო ძაღლი, ახლაც თვალნათლივ მახსოვს –
თუ როგორ იჯდა მამა, დამწუხრებული, ხესთან…

ბზობა III

პატარა ქოხი გვქონდა. ღელესთან ახლო და ხის
ლაფარო, იფერთხავდა ქარით შემოსილ ფოთოლს,
გამთენიისას მარტო მივუყვებოდით ნახირს
მე და ნენე და გულზე სამი ვაჟკაცის ფოტო…
ოჯახი დარდს და ტკივილს ვერ გავექეცით ვერსად,
ეზოში დაგვრჩა მხოლოდ ერთი პატარა ტაბლა,
(ბზობა იყო) და მახსოვს – მამის საყვარელ ხესთან,
სისხამზე, როგორ ვთხრიდი მამაჩემისვე საფლავს.

ბზობა IV

პატარა ქოხი გვქონდა. ღელესთან ახლო და ხის
ლაფარო. ბოლო ზამთარს წამოსვლამდე რომ დავწვით,
რამდენი რამე მოხდა, რამდენი რამე ვნახეთ
მე და ნენემ და მაინც ჩამოვიტანეთ ქანცი –
გზამდე, ჩემოდნით ორი, (ბზობა დღე იდგა გარეთ)
ჩვენ ერთმანეთი გვახლდა.. და ჩვენ ერთმანეთს ვახლდით,
მოვდიოდით და ახლაც (ყველაზე უფრო მწარედ)
მახსოვს – ავტობუსს როგორ – მოსდევდა ჩვენი ძაღლი!…


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 462 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, poetebi, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0