Загрузка...
შერგილ სუხიტაშვილი - მზის კაფიები / shergil sukhitashvili - mzis kafiebi - 5 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:11 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 5 » შერგილ სუხიტაშვილი - მზის კაფიები / shergil sukhitashvili - mzis kafiebi


10:49 AM
შერგილ სუხიტაშვილი - მზის კაფიები / shergil sukhitashvili - mzis kafiebi


მზე ეტრფის შუქით მდიდარ საკინძეს,
სინათლე ებრძვის იღბალს უკუღმართს,
მკლავმოუღლელი ვით არსაკიძე
მზით ვძერწავ შენი სულის ჩუქურთმას.
მკვნესარი ჩაკვდა გულში ტკივილი,
სუნი მთიების დაჰყვა თუ ჩემს მზეს,
ეს არის შენი ნუშის ღიმილი,
სულის იების დამღა ტუჩებზე...
ხარივით სვამენ დინჯად და მძიმედ
დილის სიცოცხლის მზის ქაფს იები
და ძერწავს ვეფხვის ჟინისფერ იმედს
შენი თვალები – მზის კაფიები.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1419 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, poetebi, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0