Загрузка...
ანა სურმანიძე (ქალთამზე) - შარბათსიზმარი ანუ აფხაზეთს ვიყავ / ana surmanidze (qaltamze) - sharbatsizmari anu afkhazets vikav - 5 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:26 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 5 » ანა სურმანიძე (ქალთამზე) - შარბათსიზმარი ანუ აფხაზეთს ვიყავ / ana surmanidze (qaltamze) - sharbatsizmari anu afkhazets vikav


11:11 AM
ანა სურმანიძე (ქალთამზე) - შარბათსიზმარი ანუ აფხაზეთს ვიყავ / ana surmanidze (qaltamze) - sharbatsizmari anu afkhazets vikav


აფხაზეთს ვიყავ წუხელ სიზმარში...
იმედისფერად ჰყვაოდა ზეცა...
შემომეგება და ჩემს წინაშე
ხასხასა მოლის ხალიჩებს ჰკეცდა.

მთლად ქართველებით გაივსო მიწა,
აფხაზეთს ქართლის სუნი სდიოდა...
ბაზალეთს გვერდით მიუწვა რიწა,
ფსოუც ჭოროხის გვერდით დიოდა.

მეც ერთ აფხაზ ბიჭს ხელი ჩავკიდე,
არ გვწყინდებოდა ერთურთის ცქერა,
და როგორც ღამე დღეს შეეყრება-
ის იყო შავი, მე ვიყავ ქერა...

გულში ვიძვრენდი აფხაზურ ზეცას
და ზღვაში შეჭრილ ოქროსფერ კონცხებს,
მერე ავტირდი ნაცემ ბალღივით
და რასაც შევწვდი ვკოცნე და ვკოცნე.

ქართული სუნი სდიოდა ყველას,
აფხაზურ სახლებს, მზეს და ბალახებს...
ღმერთო მაღალო! შარბათსიზმარი
ოღონდაც ცხადში კვლავ დამანახე!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1385 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, poetebi, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0