Загрузка...
ანა სურმანიძე (ქალთამზე) - სისხლის აქცია / ana surmanidze (qaltamze) - siskhlis aqcia - 5 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:43 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 5 » ანა სურმანიძე (ქალთამზე) - სისხლის აქცია / ana surmanidze (qaltamze) - siskhlis aqcia


11:14 AM
ანა სურმანიძე (ქალთამზე) - სისხლის აქცია / ana surmanidze (qaltamze) - siskhlis aqcia


“...და ალიონზე”
ლორთქო ბალახს ცვარი წასკდება,
მე კი ცრემლები...
ტერფით ცვარი ცრემლად ვაქციე,
ბადაგისფერი სითხე ძარღვში ნაპირს ასკდება, -
სივრცე არ ჰყოფნის - საპროტესტოს
მართავს აქციას.
“მეტი მოზიდეთ...”
ნაპირები დაფარა ღვინომ...
არსებულ სივრცეს მიუმატეთ არარსებული...
თორემ იფეთქებს
(ახლა წარღვნას სურს მოილხინოს...)
ისეა ღვინით ყველა ძარღვი გადავსებული...

თორემ იფეთქებს...
ამ წარღვნაში ვერ ნახავ ნოეს, -
იმდენ იუდას, რამდენ ბოროტს მოესურვება,
შემომეშველე...
წარღვნის მერე ვერ ნახავ პოეტს,
გამიფართოვე, გამისივრცე პოეტს ბუნება...
თორემ ფილტვებმა
ეს სამყარო უკვე შესრუტა...
განზომილებებს ვეწაფები...
ვისუნთქავ ხარბად.
ჰო, გამასივრცე..
პაემნის დრო ვიდრე შესრულდა,
შემომეშველე...
სხვა სამყარო მასუნთქე ჭარბად!..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1071 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, poetebi, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0