Загрузка...
ანა სურმანიძე (ქალთამზე) - მეფისტოფელები / ana surmanidze (qaltamze) - mefistofelebi - 5 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:25 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 5 » ანა სურმანიძე (ქალთამზე) - მეფისტოფელები / ana surmanidze (qaltamze) - mefistofelebi


11:14 AM
ანა სურმანიძე (ქალთამზე) - მეფისტოფელები / ana surmanidze (qaltamze) - mefistofelebi


მტრედებით სავსე ქვაფენილზე დავაბიჯებ და
მტრედი მშვიდობას, ჩემი სისხლი ბრძოლას მაუწყებს,
დღეს მატიანე ისტორიას ამახინჯებდა,
ვაითუ შუბლზე შერჩენილი ძარღვიც გაუწყდეს.
ვაითუ დღესაც ორმაგია მლიქვნელთა რიცხვი,
ვაითუ დროშა მავანთათვის მხოლოდ ნოხია,
უფლისგან ვიცი, ნება არ მაქვს მათი განკიცხვის,
უსიტყვოდ ვუცქერ საქართველო როგორ მოხია
თავისი გულის კალენდრიდან, მიართვა ბუხარს,
იმისი ალით უსირცხვილოდ გაითბო ხელი,
ხალხი ტაშს უკრავს ამ ნიღბოსან მოღვაწეს მქუხარს,
დრამა გრძელდება... კულისებში მეფისტოფელი
მის მსგავს არსებას ნიღაბს წებავს საშენ მასალით
და მერე ქვეყნის სადრეგრძელოს ყანწით დაცლიან,
კეთილ კაცს სტუმრად უმასპინძლებს მოტკბო სამსალით,
ბრბოს გაბრიყვებას მერე ერთურთს აღარ აცლიან
და მიდის დრამა უსასრულოდ, გაუთავებლად,
ფესვებს აჭრიან შემორჩენილ მეფის ტოლ თელებს,
გრძელდება დღემდე ისტორიის დაუთოვებაც,
შეწყდა სპექტაკლი, გეშინოდეთ მეფისტოფელებს!!!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1253 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, poetebi, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0