Загрузка...
ანა სურმანიძე (ქალთამზე) - არ იცი! / ana surmanidze (qaltamze) - ar ici! - 5 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:53 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 5 » ანა სურმანიძე (ქალთამზე) - არ იცი! / ana surmanidze (qaltamze) - ar ici!


11:17 AM
ანა სურმანიძე (ქალთამზე) - არ იცი! / ana surmanidze (qaltamze) - ar ici!


მიცქერ და დუმხარ,
წყვეტილად ამბობ,
რომ თვალი ჩემი თავადვე მიტევს...
უსასრულოა ეს ტევადობა
და ზეცის ამბორს ნუ ადებ კლიტეს.
მაგრამ არ იცი, (ეს მერამდენედ)
ზეცის ამბორი მიწამ გათელა,
გადათელილი ნაფეხურები,
ჩამოეკიდა ზეცას სანთელად.
რად შევეფარე ტირიფის სადგურს,
რად შემიყვარდა, ეს კიპარისი,
შენ კი მაფასებ ერთჯერად ნახვით,
და არაფერი ჩემი არ იცი...
არ იცი, _ გრიგალს როგორ დავუსხლტი,
როგორ დამნებდა შტორმი და თქეში,
რომ სიბოროტეს, მადლს გადავუხდი,
და შიშველ ქვაზე დავტოვებ ტყეში.
ისიც არ იცი, რომ ვარ კენტავრი,
რომ გაზაფხულზე მაყრის ლექსები,
და რომ ისინი გვირილებს გვანან,
მძაფრ სიყვარულის ნორჩი მწყემსები.
არ იცი, ახლა ღმერთს რომ ვადიდებ,
უწინ სიყვარულს ვწირავდი ზვარაკს,
ახლა რომ ვარსკვლავს ურცხვად შევყურებ,
ვერ ვუსწორებდი თვალს წინათ ბარათს.
ბართს, რომელშიც ტრფობას ვმალავდით,
ვმალავდით ჩვენს წილ ზეცას და სუნთქვას,
სუნთქვით მოგზავნილ ტუჩის ნაკვალევს,
და ფიქრის ნაგლეჯს _ “ვუთხრა, – არ ვუთხრა?!”
და ისე იქცა ბარათი ფერფლად,
რომ ფიქრთ ნაგლეჯი არასდროს უთქვამს;
არ იცი, რატომ ვიკრავ საკინძეს,
მაშინაც როცა ჩამცქერის ზეცა,
მაშინაც როცა მზით დანასხივებ,
საწოლში ფერთაშლილ სიზმრებს ვკეცავ.
არა, არ იცი! რად ვდუმვარ მაშინ,
როცა სათქმელი მასკდება ღილზე,
რად მლუმპავს ცრემლი, და რა მკლავს ასე,
როცა ღიმილი მეფრქვევა პირზე.
ან როგორ ვკემსავ, გარღვეულ გულს და,
როგორ შევნატრი იგი არ მქონდეს,
და მის სანაცვლოდ ღმერთს სისხლს ვუწყალებ,
რომ გულის ნაცვლად, მზეი დამქონდეს.
არ იცი, ჩემში რამდენი სხივი
მიისაკუთრა თავხედმა ბინდმა,
არ იცი, როგორ ამიწვა მკერდი,
როგორ გამწირა ჩემივე “მინდამ”.
არ იცი, ღმერთო, როგორ შემცქერი,
ან როგორ ბედავ სიტყვით დამხატო,
გესმის?! არ იცი! და ნუღარ ცდილობ
როგორმე შენი ცოდნა გამხადო!...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1266 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, poetebi, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 ანა  
0 Spam
smile

სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0