Загрузка...
აკაკი სურმანიძე - ლოცვა-ვედრება "მზეო მარიამ” / akaki surmanidze - locva-vedreba "mzeo mariam" - 5 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 2:59 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 5 » აკაკი სურმანიძე - ლოცვა-ვედრება "მზეო მარიამ” / akaki surmanidze - locva-vedreba "mzeo mariam"


4:46 PM
აკაკი სურმანიძე - ლოცვა-ვედრება "მზეო მარიამ” / akaki surmanidze - locva-vedreba "mzeo mariam"


ოთარს

მარად ქალწულო,
ღვთისმშობელო,
მზევ სულთა ჩვენთა,
როგორც წყურვილით გათანგული ყარიბი მგზავრი,
მოვდექი თხოვნით, მოწყალების შენგან მსურველი,
რათა ლოცვაში გაგიმხილო
საქვეყნო ჯავრი:

წრფელი ხარ შენ და
უცილოა განზრახვა შენი.
ერთხელ მოხედვაც სასოების საწინდარია!
როდის იქნება მოიბრუნონ სული მაშვრალთა,
მოიღე დედის მზრუნველობა,
`მზეო მარიამ!~

მოიღე შვება,
სამართალი მოიღე შენი.
ეს უზნეობა მეტისმეტი და საკმარია!
მოჰმადლე ნიჭი თანაეძმოს ქართველს ქართველი,
მშობელი ქვეყნის სიყვარულში,
`მზეო მარიამ!~

ამგვარ სიცოცხლეს
სულის გვემა და
ჯვარცმა ჰქვია,
ჯვარცმულისათვის ხორცი რაღა მოსახმარია,
ბრალია, დედავ, ესე სამწყსო, - წილხვედრი შენი,
ღვთის მეოხებას ნუ მოაკლებ,
`მზეო მარიამ!”

დიდება შენდა
სახიერო,
რჩეულო ზეცით,
ხატება შენი მშვიდია და ისევ წყნარია.
რას იტყვის ნეტავ თვალთა შენთა დიდსულოვნება,
ჩვენს მოთმინებას თუ არა Hჰგავს,
`მზეო მარიამ!”

მარად ქალწულო,
მოწყალეო
ბედით დევნილთა,
ლოცვა – ვედრებით თავი ჩემი მომიგვარია,
იქნებ ერთხელაც ვიზეიმოთ სულის მშვიდობა,
ოდა გიმღეროთ,
ამინ,
ამინ,
`მზეო მარიამ! ”


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1253 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, poetebi, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0