მთავარი » 2015 » იანვარი » 26 » ეკატერინე რამიშვილი - თ ა ლ ი ა / ekaterine ramishvili - t a l i a
0:11 AM ეკატერინე რამიშვილი - თ ა ლ ი ა / ekaterine ramishvili - t a l i a
- 1 -
როდესაც იხვები შეჯიბრზე ფრენდნენ...
დ ღ ე ს- იხვები ერთმანეთს , ფრენაში ეჯიბრებოდნენ ...
როდესაც ცა იყო :- ანგელოზივით სპეტაკი , მშვიდი ...
- 2 -
ღამე
მთვარე- მეგზურად ქალაქს დასცქერის , ღამე- მოვერცხლილ საბანს იხურავს ...
- 3 -
დღესასწაული
ყველგან ვეძებდი სიხარულს როცა , მეზობლად მქონდა- ბ ე დ ნ ი ე რ ე ბ ა .
- 4 -
სატრფო და მწვერვალი
გზის პირას მდგომი კეკლუცი საკურა და შორეული მწვერვალი- პ ა ჟ ი .
- 5 -
ნერგი
გულთან ახლოს სახლობს შენი ნორჩი ფესვი , უკვდავების სიყვარულით მდგარი- ნერგი .
- 6 -
ხარება
ხარ- ერდადერთი , ჩვილი ყმის , ბეთლემის აკვნის მშობელი ღვთის !..
- 7 -
მერცხლების ვალსი
მერცხლების ვალსზე არწივმა , ცაზე ამაყად- გადაიფრინა ...
- 8 -
ნამქერი
სარკმლის რაფაზე მონაბერ ნამქერს , ბეღურები ამაოდ- კენკავენ ...
- 9 -
რული
სარკმლიდან გიცქერით როგორ იბუდებთ საკუთარ ბუდეში ღამესთან ერთად ...
- 10 -
ჭრელი ქოლგები
როგორც დაპენტილ ხიდზე- გ ე ი შ ე ბ ი , ისე მიაბიჯებდნენ ტურისტები ჭრელი ქოლგებით პიტისკენ მიმავალ- პ ი ა ც ა ზ ე ...
- 11 -
ჭოგრიტით მზერა
ჭოგრიტით ხელში ციცაბო კლდეზე ;- ალაგ-ალაგ მოჩანდა , მთის კიდიდან დანახული ტ ა ძ რ ე ბ ი ...
- 12 -
წრე- ში
არა , როგორც , სული ობოლი ... უბრალოდ მარტო , დაღლილი მგზავრი , ჩაკეტილ სივრცეში ვბინადრობ წრე-ში ...
- 13 -
პატარა ჯვარცმა
რა საამო საღამოა მშვიდი , როცა ხიდან ხეზე ფრინავს- ჩიტი ; და ტერენტი მიბანცალებს პროსპეკტს , ძველმანებით შემოსილი სტირის ...
- 14 -
მტკიცედ დგა ?!
ნუ განმეორდები რომ შენ დაიღალე , საქმით განიქარვე ფუჭი აურა და ლოცვით მოიშუშე სულში- იარები ...
- 15 -
საჭე
საკუთარ საჭეს ხელს მაგრად ვკიდებ , რომ არ წავიქცე სავალ ბილიკზე ; სწორად ვიარო არჩეულ გზაზე და შინისაკენ მშვიდობით- ვ ლ ი დ ე ...
- 16 -
თალია
ანგელოზს და დემონს შორის , ფრთებს ხან შლის და ხანაც კეცავს .
- 17 -
შეყვარებული ბონსაი
მივლინებაში შეუყვარდა მაიკო პულოს , როცა დაბაში თეთრად ჰყვაოდა- ბაღის ბონსაი .
- 18 -
სხვა სიცოცხლე
პლანეტიდან პლანეტაზე სული დაძრწის , ეძებს- ბინას .
- 19 -
პრუნუს პერსიკა
გადაზნექილო , დახუნძლულო მშვენიერებით , დგახარ მორიდებით დედოფალო- პრუნუს პერსიკავ .
- 20 -
ქოჩორა
ქოჩორას მთაზე ფაფახით გიორგი , ლაშქრავს დასავლეთის კალთების- ხევებს .
- 21 -
შემოღამება
შემოაღამდა მთაწმინდის უბანს , ლამპიონები ანათებს ქუჩას ...
- 22 -
ფრესკა
ჩვენს წელთ აღრიცხვამდე გ ა მ ო ს ა ხ უ ლ ი საუკუნის პროფილი გვიღიმის ხან ტირის ...
- 23 -
ფიქრია
ტაბლასთან მჯდომარე სულგანაბული , მოგონებებში ზღაპარს უამბობს ...
- 24 -
კაფანდარა
კაფანდარა პოდიუმზე წელიწადის დროებს იცვლის ...
- 25 -
რეჟიმი
სიყალბეს სარჩული ყოველთვის უცვდება , ძალადობა კი ჩადრს გახვევს თავზე ...
- 26 -
ნერგი
ტოტებზე მარადიული ქრისტეს ცრემლები ხარობს ...
- 27 -
ზამთრული
ნოემბრის ფერმიხდილი თვე , მძინარე ზამთრის ძილბურანშია .
- 28 -
ანაბელა
იგი დაფეხმძიმდა გიორგობის თვეს და მარიამობას შობა- ქალწული .
- 29 -
პოდიუმი
გზატკეცილზე უხილავი ნაფეხურები მრავალფერია :-
არ გავეჩხირე მსოფლიოს თვალში , პოდიუმს მივსდევ პოეტი ქარში ...
- 30 -
დაე
დაე , კვლავ ვიქცე უდაბნოს ქვიშად , რომ ვერ მომზილოს განგებამ მეტად .
- 31 -
პო-ედიტი
პო და ედიტი მღერიან- ჩუმად !..
- 32 -
პოეზია
სადაც კი ყვავილები მოიპოვება , იქ , ყველგან ხარობს- პოეზია .
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1201 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|