Загрузка...
ეკატერინე რამიშვილი - ი გ ლ უ / ekaterine ramishvili - i g l u - 26 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:54 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 26 » ეკატერინე რამიშვილი - ი გ ლ უ / ekaterine ramishvili - i g l u


0:13 AM
ეკატერინე რამიშვილი - ი გ ლ უ / ekaterine ramishvili - i g l u


- 1 -
თოვა

თოვს ,
მათოვს ,
გათოვს ,
მოთოვა ,
ბარდნის :
ფიფქებად
ქცეული
ფანტელი
ზამთრის .

- 2 -
ზამთარი

ცვივა ,
ხუნდება ,
ფერები
ჭადრის ,
ქვაფენილებზე
ყინვა და ნისლი ,
ხიდზე თარეშობს
ამინდი მკაცრი ,
წვიმასთან ერთად
ცრის და სეირნობს .

- 3 -

ზამთრული

აცივდა ,
გაცივდა ,
ამინდი
მამცივნებს ,
ზამთარიც
ფეხდაფეხ
კალენდარს
აბიჯებს .

- 4 -

წვიმა

გაწვიმდა .
აწვიმებს ,
გაბნეულ სეტყვას ...
ჭადრებზე ირხევა
ფარული სევდა .
წვიმს და ქუხს ერთად ,
პირქუში ზეცა !
რად სეტყვავ- ცაო ?!
იყუჩე ჩემთან !..

- 5 -

ქარში

( ტარიელისეულ მოტივზე ... )

ქარია ,
ვირწევი ,
ცოცხალი
ხესავით .
ვტორტმანობ
გზადაგზა ,
საშველი
არ არის .
ვბრუნდები ,
ზურგს ვაქცევ
საპირისპიროდ .
სანამ ჩადგება ,
მოხრილი
მივყვები . . .

- 6 -

ღუზა

საით მივყავარ- ცხოვრების ბილიკებს ,
ფუჭად განვლილი გზებია- მთრგუნავს .

ფიქრს ავედევნე- სევდის აჩრდილად ,
აკიდებული ტვირთები- მძირავს .

ტივით მივაპობ- გაკაფულ სივრცეს ,
გემმა ჩაუშვა სივრცეში- ღუზა .

ჩოლზე კიაფობს- ჩირახონის მზე ,
ოქროს ქვიშებზე ხაზალი იდგა .

- 7 -

Süße Schneebälle

გადაბარდნა ბუნებამ
და მარადმწვანე ნაძვიც ,
სულ მთლად
გ ა ჭ ა ღ ა რ ა ვ დ ა ...
ოჰ , ეს ფანტელნიც ,
პირში დნებიან
შაქარყინულად
და ნიურნბერგის
კ ო ნ დ ი ტ ე რ შ ი ,
თოვლის გუნდებს
ვყიდულობდი
თხილისშიგთავსით .

- 8 -

მე

რაც დრო გადის ,
მით უფრო ხშირია

მოჭარბებული ჭიდილი
თავთან .

ხანდაზმულობა ,
თუ სიცარიელე

ვერ გავერკვიე
საკუთარ თავთან .

- 9 -

მე , შენ და შემოდგომა

შემოდგომისფერი ,
ანუ მრავალფეროვნება .

გზა , ფოთლები
და ბილიკები ...

ალიცლიცებული ფერები
და თბილი ნიავი .

სადღაც , შორს კი
ხ ე ი ვ ა ნ ი .

შემოდგომისფერი
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ა ...

მე , შენ და შემოდგომა ...
გიორგობის თვეა .

- 10 -

სანამ ცოცხალი ხარ

უსახოდ ,
უკვალოდ ,
უმისამართოდ ,
ჩაივლის დრტვინვა
ამ წუთისოფლის .
დარჩება მხოლოდ
ხსოვნაში ჩვენი ,
განვლილი დროის
უკვდავი კადრი ...

- 11 -

მოლოდინი ქარში

მოურთვიათ ბილიკები თეთრად .
გზაზე მიდის მარტოხელა ქალი .
გზა ვრცელია ,ირიბი და მშვიდი ,
თან მიჰყვება უჩინარი ქარი .
ღამის ჩრდილში გართულია მზერა ,
არვინ არის მისი თანამგზავრი .
ნაკვალევზე დამჩნევია სევდა ,
მარტოობის , უძილობის ქნარი .
გულისბსკერზე დათოვლილმა დარდმა ,
მოლოდინსაც გამოუხსნა კარი .
გზა ვრცელია , ირიბი და სწორი ,
მგზავრს მიჰყვება მარტოობის ჯარი .

- 12 -

ქალაქი ზღვის პირას

იჭექა ძლიერ მეხის გავარდნამ ,
გააცამტვერა ცაზე ღრუბელი .
დანისლულ ქალაქს წვიმის კაკლები ,
მიერეკება მიწას ღვარცოფი .

გამოიდარა ცაზე მნათობმა ,
გამოაჩინა ფრინველთა ჯარი .
სტვენით მიფრინავს ცაში თოლია ,
ვერ დაეწია ტალღების ქარი .


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1044 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0