Загрузка...
ეკატერინე რამიშვილი - მკითხველის პოეზია / ekaterine ramishvili - mkitkhvelis poezia - 26 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:26 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 26 » ეკატერინე რამიშვილი - მკითხველის პოეზია / ekaterine ramishvili - mkitkhvelis poezia


0:17 AM
ეკატერინე რამიშვილი - მკითხველის პოეზია / ekaterine ramishvili - mkitkhvelis poezia


- 1 -

* * *

დღეს ასეთია განწყობა ჩუმი ,
დეკემბრის ღამეს ფიქრს ვეტმასნები .
მოგონებისას ცარიელ თასში ,
თითო პეშვებით ვავსებ ლექსებით

- 2-

Caffe-Bar Vienna

გზისპირას ვიწრო ქუჩაზე ,
სახლობდა პატარა კაფე ---
კოხტად მორთული ვიტრინით
და ნახატებით სავსე ...

- 3 -

ჭაში მთვარე

ჭაში მთვარე ჩაეკიდა ...
ორღობეში მიმავალს
გზას შინისაკენ ---
ციცინათელები მინათებდნენ .

- 4 -

* * *

კლავიშზე ფაფუკი თითები თამაშობს ,
ბგერები ზეცაში ნოტებად ირთვება .

მუსიკის ჰანგები სიმებად გაბმული ,
ბულბული სინაზე სტვენად იღვრება .

- 5 -

უმისამართო

ოცნება შენსკენ ფრთხილად მოილტვის ,
კარიბჭე ნალით დაკეტილია .
თითისწვერებზე შემდგარ ალუბლებს ,
სარკმლის მინაზე ალმური ასდით .

- 6 -

* * *

აპრილის ცხრაში იქუხა სისხლად ,
ნაფლეთად ქცეული პროსპექტის იარამ !..

ტიტებით ხელში უმანკო ბავშვი ,
თვალცრემლიანი ქაშუეთის კართან ...

- 7 -

ფრანი

ჭაბორღილს ატრიალებს
მარტოობის მორევი ;
ტრიალ მინდორზე კი
ეულად ჰქრის ფრანი .

- 8 -

* * *

კავკასიონის მწვერვალებს შორის ,
ცამ , ლურჯად გამოანათა .
სალი კლდის თავზე არწივმა ,
მართვეებს ფრენა ასწავლა...

- 9 -

მდინარეში

ცა იყო სპეტაკი , ქუჩები მშვიდი .
არნოს ნაპირას ეული წერო
სწავლობდა ცურვას...

- 10 -

* * *

სიმშვიდით მიიღე , ცხოვრების ქარტეხილი...

არ იფიქრო რომ ქარბუგში ,
ძნელია გზების გაკვალვა ;
როდესაც ქარი დაცხრება ,
გაადვილდება გზადაგზა .

- 11 -

მევენახე

საწნახელს მივა ,
სუფთა ტერფებით ადესას დასრეს...
მაჭარს ბადაგად გადააქცევს
რომ დაღვინდება .

- 12 -

* * *

აივნისპირას ქარაშოტი
წიწვებშუა გირჩებს არწევს ,
სარკმლის წინ კი გულმოსული
ჩიტუნები აფართხალდნენ...

- 13 -

* * *

ჩამოვრჩი მოვლენებს...
არ ვრეაგირებ ;
ვარ ჩემს ნაჭუჭში ---
ჭ ი ა მ ა ი ა დ .

- 14 -

ალუბლის ხე

ხეივნებშორის ყვავილობის ჟამს ,
აყვავილებულ რტოებს გირწევდი .
თავი გიხარე და ყლორტებს დავწვდი ,
სურნელოვანი ნელსაცხებლის
რომ მეგრძნო მტვერი ...

- 15 -

ხალხურ მოტივზე

ფიქრით ,
ნუ დაღლი გონებას .
დარდს ,
ნუ გაუმხელ გულსაო .
იყავი მუდამ მებრძოლი ,
შეუპოვარი დღისაო ...

- 16 -

გ ა მ ო ზ ა ფ ხ უ ლ ე ბ ა

მთის მწვერვალიდან
შორით მოსჩანდა
გაზაფხულის დაუოკებელი
ს უ რ ნ ე ლ ი ...

- 17 -

ქოლგა

თვალებით ზეცისკენ ,
გოგონას ეჭირა
ცისარტყელა და
ყვავილი ხელში .

- 18 -

* * *

პირდაგუბული დაღლილი მგზავრი
მდინარეში გადაიკარგა .
ცარიელ თასში ვეღარ აწვიმებს ...

- 19 -

სიყვარულის მარცვალი

ცოტახანი დაიძინე ,
რაღაც მინდა გიჩურჩულო :
--- ნეტავ , იცოდე როგორ მიყვარხარ !
ახლა , დავმარცვლავ რომ უკეთ გაიგო ...
--- მიყ-ვარ-ხარ !..

- 20 -

ლეღვისფურცლობა

ატმისფერ მკერდზე ,
გაიხლიჩა ვარდის კოკრები ;
ჩვილი ღუღუნით დაეწაფა
რძისფერ ნაკადულს ...

- 21 -

* * *

საშობაო განწყობის სითბომ ,
ტანში ატანილი სიცივე გამილღვო .

დეკემბრის ამ სუსხიან დღეს ,
ხეები წვიმებით ირთვება .

არ თოვს !.. ---
ღრუბელი ცრის ნამქერს მხოლოდ .

- 22 -

ზამთრის ეპილოგი

სუსხიან ღამით თოვს ფიქრი თეთრად ,
ხეებს ახურავს ფიფქის საბანი .
ქარი ზუზუნებს უმისამართოდ ,
მოყინულია ტრასის საფარი .
თ ო ვ ს ...
ბ ა რ დ ნ ი ს
ს ხ ვ ა გ ა ნ ...
დათოვლილ მთებში უკრავს ორღანი .

- 23 -

* * *
დავუბრუნდი ნაცნობ ადგილს მზერით ,
გამიარა სიყრმის წლებმა ლხენით .
დროის კადრთან მეც შევყონდი წუთით ,
ჩამიარა ელვის მსგავსად--- ბ ე დ ი .

- 24 -

ბ ე თ ჰ ო ვ ე ნ ი

სავსე მთვარე ნებივრობდა ღრუბლებში ,
როდესაც თეთრ სახლში
მგზავრი სონეტას უკრავდა
საღამოს ცხრაზე ...

მე და ბეთჰოვენი
ფ ო რ ტ ე პ ი ა ნ ო .

- 25 -

ეპილოგი

მიჰქრიან წლები , ვით შემოდგომის ფოთლები ქარში .
გაძარცულ ხესთან მარტოობას ყვავი დასჩხავის...
სუსხმა ავდარში გაიკვალა ზამთრის დღეები
და შემოდგომის ეპილოგიდატოვა მთაში .

- 26 -

* * *

ცისა და მიწის
შუაში მდგომი ,
ამღვერეულ ფიქრის
დაცხრობის სურვილს
გულში ვივსებდი ,
რომ ამერიდა
სულში ნისლები …
გამოიდარა ახლა უმზეოდ .

- 27 -

ხმა სანუკვარი

უ ფ ა ლ ო ,
როდესაც ,
შენი ხმა მესმა ---
ამეტყველებულ
ღრუბელს
გამსგავსე ...

- 28 -

* * *
ცის დასალიერს გაფანტულ სივრცეში ,
თოლიამ ღრუბელი ბინად დაიდო...

- 29 -

მინიატურული კოშკები

ისევ იქ სახლობს სასახლეში სურვილი-შენი ,

მდუმარე- როგორც ანკარა რუს შენაკადები ;-

წყაროს ნაპირთან დაულეველი და ,

ფიქრად ქცეული , მიტოვებული- ქოხი ...

- 30 -

ქვიშის სასახლე

ბევრს ვკითხულობდი ბავშვობაში ,

სხვადასხვა ზღაპრებს ...

ხშირად ვაგებდი ზღვაზე ქვიშისგან ,

პატარა კოშკებს ...

მსგავსი გალავნით შემოვზღუდავდი ,

სასახლის სივრცეს ...

და რბოდენ , ხტოდენ- უკოპლექსოდ ,

უ ფ ლ ი ს წ უ ლ ე ბ ი ...

- 31 -

პ ო ე ზ ი ა

სულში აზვირთებულ ლენცოფას ,
პოეზიით ვაცხრობდი მარცვალ-მარცვალ ,
სიმზე დაკიდებულ ნოტებად
სხვადასხვაგვარად რომ სტვენდა...

- 32 -

დავით IV

სინანულის ფერი დაჰკრავს ,
როგორც გელათს ნისლები...
მეფეს სძინავს მკაცრი სახით ,
გული ფეთქვას ფიქრებით...

- 33 -

ფ რ თ ო ს ა ნ ი

მე ფრენისთვისაც ძალიან მსუბუქი ვარ ,
მხოლოდ თუ გამაქრობ ვით ბაბუაწვერას ...

- 34 -

ქვაშვეთი

საშო მტკიოდა
ორსულზე ძალიან ,
როდესაც სიზმარში
შავი ქვა ვშობე ...

- 35 -

კარნავალი

გაზაფხულის სუსხიან ღამეს ,
ქარის ლაბადა ტანთ შემოვისხი ,
ტანში ატანილი სიცივე
რომ გამეთბო .
ქ უ ჩ ე ბ შ ი
საკარნავალომარში მიიმღეროდა
და როგორც შაშვი მგალობელი ,
ჩემს საყვარელ პიაცაზე
ქ ვ ა ფ ე ნ ი ლ ე ბ ს
ვ ა პ ო ბ დ ი...

- 36 -

საქანელა

მიმაცილე- ჰესეს ჟესტით ბერგგარტენის სასახლეში .
ღვინით მთვრალნი საარშიყოდ განვმარტოვდეთ- არა სამნი .
გამიძეხი წინ ედემში !- გავაცოცხლოთ მკვდარი ბაღი
და სიცოცხლე დავიბრუნოთ- წართმეული მარხვის დროში .

საქანაელაზე ტყუპები- კვლავ სიხარულით ტკბებიან .
ორნი- შევჰყურებთ ვარსკვლავებს , ცას რომ ჩვენამდე შორია .

- 37 -

კატერინა

შრრ... ,
ბრრ... ,
გრრ... ,
კრრ... ,
სიო-ნიავში ,
ქარი-გრიგალში ,
თარეშობს ,
გმინავს...
შარახვეტია კატერინა ,
ქუჩებში- ბრდღვინავს .

- 38 -

რული

ყაყაჩოებს მთის ფერდობზე ,
შვლისნუკრთან ერთად- ს ძ ი ნ ა ვ ს .

- 39 -

ღამე

დღე შავ ახალუხში გამოწყობილი ,
ნარინჯისფერი მთავრე- კ ი ა ფ ო ბ ს .

- 40 -

სიყრმის მეგობრები

ვით გაბნეული შემოდგომის ფოთლები- ქარში ,
გულში- მეგობრობის სიმები სტვენს ...

რომატიკოსი

შენ- ტრაგიკოსი , მე- ცინიკოსი ,
ორივე ერთად- რ ო მ ა ნ ტ ი კ ო ს ი .

- 41 -

გ ო გ ჩ ა

გოგჩა- ტბა ვრცელი ...
( უთქვამთ ჩემამდე ) .
მრავალ ომებზე გამარჯვებული !
კვლავ უშფოთველად მიედინება ,
ხანაც ლივლივებს ,
როგორც- ღ რ უ ბ ლ ე ბ ი ...

- 42 -

კაბარე

ჭინკების წვეულებაზე ,
როგორ შემთვრალხარ
მ თ ვ ა რ ე ო ,
ხან მარჯნისახარ ,
ყვითელი , ხანაც
ფერმიხდილ- სავსეო !..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1366 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0