მთავარი » 2015 » იანვარი » 26 » ეკატერინე რამიშვილი - ოცნება / ekaterine ramishvili - ocneba
0:23 AM ეკატერინე რამიშვილი - ოცნება / ekaterine ramishvili - ocneba
( ე-ბა გალას და ჰესეს )
მშვიდ ოცნებებში თავს იჩენს ხშირად ,
ის მონატრება შორეულ ტრფობის .
მივიწყებული და გულნატკენი ,
წარსულს აღვიძებს ახლანდელ დროში .
კვლავინდებურად ჩაივლის დრონი ,
უკან მოხედვას ვერ ასწრებს თვალი .
მონატრებისას მერმისზე ფიქრში ,
იქ , გაიელვებ ახდენას გულის .
მდუმარე ფიქრში ლამაზ ოცნებას ,
გაქარწყლავს წამში რეალი წუთის .
გამოგაღვიძებს ახლოდან აწმყო
და ჩაგახედებს საკუთარ თავში .
იყო ოდესღაც , მივიწყებულა ,
ის მონატრება შორეულ ტრფობის .
წარსულ სარკმელსაც მივხურავ ფრთხილად ,
სულში ივანებს ოცნება მშვიდი .
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1036 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|