მთავარი » 2015 » იანვარი » 26 » ეკატერინე რამიშვილი - კინო-ფირი / ekaterine ramishvili - kino-firi
0:24 AM ეკატერინე რამიშვილი - კინო-ფირი / ekaterine ramishvili - kino-firi
კამერა ჩაირთო...
სკიცებად გასდევს ეპიზოდები განვლილ დროებას ,
ასახულ წამში კადრები ჰქმინიან მარადისობას .
სახე ირეკლავს ემოციებს მრავალფეროვნად ,
გარდასულ დღეებს...
კინო-კადრში აღიბეჭდება :
--- მოხუცი ბებერ ძვლებს მზეს აფიცხებს ,
ჩიბუხს აბოლებს .
ბავშვი ტიტინით მოჰყვება ხალას .
მამა ლაზათით დაწურავს ნაჟურს ,
დედა სილაღით დაარწევს აკვანს .
ბებო ნაზუქებს დააცხობს ლხენით ,
შთამომავლობას დალოცავს რწმენით .
ფირში ტრიალებს ეს გულისძგერა---
მეხსიერებად აღიბეჭდება .
ფირი ტრიალებს...
სკიცებად გასდევს ეპიზოდები განვლილ დროებას .
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1433 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|