მთავარი » 2015 » იანვარი » 26 » ეკატერინე რამიშვილი - უსათაურო / ekaterine ramishvili - usatauro
0:28 AM ეკატერინე რამიშვილი - უსათაურო / ekaterine ramishvili - usatauro
ქ ა რ ი- გაცრეცილ ფარდებს შორის ,
თოკზე გაფენილ ჭრელ სარეცხს ,
უმისამართოდ აფრიალებდა .
ო თ ა ხ შ ი- ლამფა რადიოს ხმაზე ,
მიბნედილი ბჟუტავდა...
ს ა ღ ა მ ო- დგებოდა მტვრიან ქალაქში .
ჩ ი ტ ე ბ ი- საბუდარაში იბუდებდნენ ,
როდესაც მთვარე თვალებს ახელდა
და მზე ძილისპირულისკენ მიექანებოდა .
ნ ა ძ ვ ე ბ ი- სარკმლის წინ სიოს დაბერვისას ,
ნორჩ გირჩებს აკვანს ურწევდა .
ნ ა თ უ რ ე ბ ი- მაღალი სახლის ფანჯრებიდან ,
ქუჩის ლამპიონებთან ერთად ანათებდა .
გ ზ ე ბ ზ ე- ერთდროულად მიმოდიოდა მანქანები და ადამიანები ,
ქვაფენილზე აჩრდილებს რომ ტოვებდა...
უსათაურო ღამეა ქალაქში .
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1119 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|