Загрузка...
ეკატერინე რამიშვილი - პოეზიის ხუთი წუთი / ekaterine ramishvili - poeziis khuti tsuti - 26 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:47 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 26 » ეკატერინე რამიშვილი - პოეზიის ხუთი წუთი / ekaterine ramishvili - poeziis khuti tsuti


1:29 AM
ეკატერინე რამიშვილი - პოეზიის ხუთი წუთი / ekaterine ramishvili - poeziis khuti tsuti


გალა რომ რითმებს შორით განაგებს ,
აკაკი ჰანგს კი სიმებად აქცევს ...

შოთა შაირით მოჰყვება ამბავს ,
ვაჟა მხედრულ სულს კლდეებს გადასცემს .

ილია ბრძნულად ქვეყნის ბედსა ქსოვს ,
საბა იგავებს არაკად აქცევს ...

ორბელი არ სდევს ჟამთა ცვლილებას
და იგივეა მარადდამარად !

დამწუხრებული ტატოს მერანი
სივრცეებშუა გაქროლას ნატრობს .

გოგლა ყაბარდოს გნოლებს მიუქსევს ,
ტიციანი კი--- ლექს მეწყრად აქცევს .

ტერენტი ჩვეულ მელანქოლიით ,
ნაცობი ქუჩის მისამართ ეძებს .

მურმანს და მუხრანს , ლადოს და ანას ,
პაოლოს , რატის , ჩოხელს და მირზას ,

ქართული ჯიშის სიტყვის ოსტატებს ...

გადავშლი ყველას მხნედ და ამაყად ;---

საკუთარ ქვეყნის ფერი და გრძნობა ,

ქართული გენის შთამომავლობას !..

( პ.ს. ლებანიძისეულ მოტივზე )


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1268 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0