Загрузка...
ეკატერინე რამიშვილი - თრობა / ekaterine ramishvili - troba - 26 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:12 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 26 » ეკატერინე რამიშვილი - თრობა / ekaterine ramishvili - troba


1:30 AM
ეკატერინე რამიშვილი - თრობა / ekaterine ramishvili - troba


"ვერ დავიძინე იმ ღამეს. ლუდი დავლიე,
ღვინო დავლიე _ არაფერმა არ მიშველა”

ვერ დავიძინე იმ ღამეს , სავსე მთვარე ხუთავდა ქალაქს . ასტროლოგებიც , ბევრს ვერაფერ კარგს
წინასწარმეტყველებდნენ . ლუდი დავლიე და სიგარეტის მოსაწევად აივანზე გავედი . ნაბახუსევ
სახეს , გრილ ჰაერს ვუშვერდი და ნაფაზს-ნაფასზე ვექაჩებოდი . უკან , ტელეფონის ზარმა შემომაბრუნა :
--- ძმისგულო , მაგარი შუშნიაკი მაქვს .
--- ღვინო დალიე , გამოგიყვანს ...
--- ვითომ ?
--- ცადე
--- დეიდა ზინკამ ნიმესილი შემომიტანა და მისი ხელით დამალევინა ელექსორი , სადარბაზოში მთვრალი რომ შემნიშნა.
--- ვაა , ნახე , ზინკა , რა დუშკაა . ხვალ მწარე შოკოლადს ამოვუტან , ვიცი რომ ძალიან უყვარს ...
--- რაღა , ხვალ , შეჩემმა , თეთრი ღამეები თენდება უკვე ...
--- ხო , რავი , ლოთიკას ფონზე მაინც სულ სხვაა ...
--- არც შენ ჩამომრჩი და ფუჟენის კვამლში დაკაფჩონებული , ბოდლერს მიკითხავდი ფრანგულად .
---( იცინის )ღვინო დავლიე- არაფერმა არ მიშველა . ჩემი ქუჩის კნაიპედან , დაცვის ბიჭმა გამომაგდო და კუდამოძუებული მგელივით ამოვედი შინ .
--- ახია , რას გამორბოდი , გდებულიყავი ჩემთან .
--- ლონდრას ვერ ვუღალატებდი , კართან მელოდა წკმუტუნით .
--- ამომიარეთ . კარს ღიას ვტოვებ , იქნება ცოტა ჩამთვლიმოს .
--- კარგი , ძმა , დროებით ...
--- მგონი ამ ღამესაც ვერ დავიძინებ , ლუდი დავლიე , ღვინო დავლიე- არაფერმა არ მიშველა .
თოფჩიკა თავისთვის ბუტბუტებდა და სავარძელში მთვლემარე აქა-იქ ხვრინავდა მეორე დილამდე.
--- " ძალზე მცირეა ისეთი გართობანი, დანაშაულად რომ არ იქცევიან ბოლოს. " დეიდა ზინკამ
დანანებით წარმოთქვა და ოთახის გადაადგილებას მოჰყვა , დამწუხრებული სახით ...
--- ვაიმე , თოფჩიკ , რა მოგივიდა , ძმაკაც ?!- ასე ადრიანად არ უნდა წასულიყავი ,
შე-ჩეე-ემ-მა-აა ... ლონდრა , პატრონთან ერთად აყმუვლდა და ნელ-ტფილ ცხედრს გამალებული
ლოკავდა . --- ვერ დავიძინე იმ ღამეს . ლუდი დავლიე , ღვინო დავლიე-არაფერმა არ მიშველა .
თავისთვის ბუტბუტებდა ლოთიკა . ლონდრამ ყმუილით აიკლო სასაფლაოს ტერიტორია , სკამზე
წაქცეული პატრონი რომ დაინახა . მესაფლავე , ახალ გაციებულ ცხედართან , საფლავის გათხარას
მოჰყვა და მიცვალებული წესისამებრ გააპატიოსნა . მშიერ-მწყურვალი ლოდრა , გათენებამდე და
დაღამებამდე იქ იჯდა . მესაფლავის მიწოდებულ პურს , პირს არ აკარებდა . დეიდა ზინკა კი შეშინებული
ბოდავდა :- ნუთუ , თაგვების წამალი დავალევინეო და ალცაიმერი მოხუცი , სახეს უმოწყალოდ იხოკდა .
ბარმენიც დაძაბული მუშაობდა იმ კვირას :- არ უნდა მიმეტანა ორმაგი გადამთვრალზეო . როცა მესაფლავემ
ეს ამბავი მომითხრო :- ვერ დავიძინე იმ ღამეს . ლუდი დავლიე , ღვინო დავლიე-არაფერმა არ მიშველა ,
გულში ტკივილები მჩხვლეტნენ ... - ექიმი ზურაბი , დღეს რატომ არ გამოცხადდა სამსახურში ?- იჭვნარევი
იკითხა დოქტორმა . --- ახლავე გადავრეკავ , პატივცემულო . - ვერ დავიძინე იმ ღამით . ტანთ ჩავიცვი და
გზატკეცილზე გავედი მანქნით . კნაიპეში შევედი , ლუდი დავლიე , ღვინო დავლიე- არაფერმა არ მიშველა ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1293 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0