Загрузка...
ელენიკო კავთუაშვილი - შენი თოვლი / eleniko kavtuashvili - sheni tovli - 26 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:32 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 26 » ელენიკო კავთუაშვილი - შენი თოვლი / eleniko kavtuashvili - sheni tovli


2:01 AM
ელენიკო კავთუაშვილი - შენი თოვლი / eleniko kavtuashvili - sheni tovli


„მე ზამთარში უნდა მოვკვდე...დიდი თოვლი რომ იქნება მაშინ“...

შენ

* * * *
თოვლში დავიბადე...თეთრმა სინატიფემ მაჩუქა პირველი სუნთქვა,
თოვლში დაბადებულს ქარბუქის ქრლვაში ზამთრის დამებედა სულთქმა...
ღამეებს მითევდა ძილში ანგელოზი, ქვეყნად სასწაულის მჯერა და
თეთრად დაპენტილი უცნობი სამყარო წამში შეიღება ფერადად...
ვტიროდი, თუმცა ლექსს გავდა ტირილიც, ბავშვური, თან გაუბედავი,
ახალი ცხოვრების ახალი სათავე, მიწაზე ჯერ გაუგებარი...
სუფრას სუფრა ცვლიდა, ქალაქის ქუჩებში ფიფქები წვებოდნენ თამამად,
ქართლის დედა იყო სავსე ფიალით და თვით თბილისი მედგა თამადად...
ზაფხულის ბოლო დღე მიმზერდა ფანჯრიდან, რადგან ვერ გაეგო მიზანი,
ვერ გრძნობდა რომ დროის გადაღმა ოდესმე ჩემი გახდებოდა ხიზანი...
წლები დღეებივით მიქროდნენ ჭენებით, სტრიქონებს ვიშლიდი აფრებად,
ნაცრისფერ ფერებში შემქონდა სილაღე და დაუმთავრებელ ზღაპრებად,
ვწერდი ყოველ დილას ცვრიან ბალახებზე უღვინოდ, თვალები მათრობდა,
თოვლში დაბადებულს, ზაფხულის მზეშიც კი გულების სიცივე მათბობდა...
აწმყოს შემოწყობილს თაროზე ტომებად, რითმად მონარნარე ნაკადულით,
დამრჩი გონებაში და მოხიბლული ვარ შენი პოეტური დასასრულით...
ვარ ლაბირინთებში ამ დედამიწაზე ღრუბელს მოფენილი მზესავით,
თოვლში დავიბადე და წლების მერე... თოვლში უნდა მოვკვდე შენსავით...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1054 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0