Загрузка...
ელენიკო კავთუაშვილი - ერთი წუთით / eleniko kavtuashvili - erti tsutit - 26 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:27 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 26 » ელენიკო კავთუაშვილი - ერთი წუთით / eleniko kavtuashvili - erti tsutit


2:02 AM
ელენიკო კავთუაშვილი - ერთი წუთით / eleniko kavtuashvili - erti tsutit


სულ ერთი წუთით შეაჩერეთ მსოფლიოს ბრუნვა,
და დედამიწა თავმდაბალი გახადეთ ურჩი,
რატომ მეგონე ბოროტი და ყველაზე გულქვა,
დღეს კი მსოფლიოს ჩავახედებ შენს ბავშვურ სულში...
მოვიმარაგებ რაც შექმნილა ნათელ საღებავს,
გავაფერადებ ყველა სართულს ასე ზეცამდე,
და როცა ნახატს დავასრულებს ჩარჩოში ჩასმულს,
ეს სილაღე რომ შეირჩინო, მერეც ეცადე...
ფინჯან ყავაში ნუ დაიწყებ აზრების კითხვას,
სიგარის კვამლში ნუ ჩააკლავ ფერად სამყაროს,
გრძელ დერეფნებში მრავლისმთქმელად ნუ ინავარდებ,
სიცარიელემ შენ-ობისამ რომ არ დაგღალოს...
თვითდამკვიდრებას არ დავიწყებ საკუთარ თავის,
დრო როგორ მიჰქრის ოთხ კედელში თავად უცქურე,
მე გავექეცი.... შენ კი მთავარს ვერსად წაუხვალ,
მარცხენა მხარეს უჩემობის ფეთქვას უსმინე....


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1004 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0