Загрузка...
ელენიკო კავთუაშვილი - დამიბრუნე / eleniko kavtuashvili - damibrune - 26 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:45 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 26 » ელენიკო კავთუაშვილი - დამიბრუნე / eleniko kavtuashvili - damibrune


2:05 AM
ელენიკო კავთუაშვილი - დამიბრუნე / eleniko kavtuashvili - damibrune


დამიბრუნე ნარინჯისფერი, საოცარი ბავშვობა...
მუჭანახევარა მატრაკვეცა,
კიკინებიანი დედოფალა, სასახლე რომ ვერა და ვერ აუგეს დევებმა...
მზეთუნახავის გრძელ ნაწნავზე მცოცავი ბრწყინვალე ფრაზები და სამყაროს განათებული დღესასწაული ჩემს თვალებში...
დამიბრუნე -
სიზმრებს ადევნებული, ჭრელა-ჭრულა პეპლის ფრთა,
მე რომ სასთუმლად მეგებოდა,
იმ სასახლის ფანჯარა, რომლიდანაც მომავლის რწმენა ხელს მიქნევდა და მიზიდავდა ერთიციდას ჩასახუტებლად..
დამიბრუნებ???
ქუსლით გასრესილ, პირველად ახსნილ სიყვარულზე დაკრულ პირველ გამხმარ ვარდის ფურცელს
და მზეთუნახავს, რომელმაც საკუთარ თმაზე მცოცავ უფლისწულს თმის ღერები უნდობლად გადაუჭრა...
დამიბრუნე ნარინჯისფერი, საოცარი ბავშვობა...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1224 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0