Загрузка...
ელენიკო კავთუაშვილი - შიმშილი / eleniko kavtuashvili - shimshili - 26 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:15 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 26 » ელენიკო კავთუაშვილი - შიმშილი / eleniko kavtuashvili - shimshili


2:05 AM
ელენიკო კავთუაშვილი - შიმშილი / eleniko kavtuashvili - shimshili


დროს ჩახუტებიდან - ჩახუტებამდე ვუწოდოთ შიმშილი,
ფერებს უშენობის ჰორიზონტს რომ გასცდა, იმედებს საჩვენოს,
ვითვლი ქვიშის საათს რამდენი გრამი აკლდება ღიმილით
და გული სითბოს მარცვლებად აგროვებს, ერთად რომ გაჩვენოს...
დრო ჩახუტებიდან - ჩახუტებმადე ურჩი ფიქრებია,
ახალფეხადგმული ბავშვივით ვიზომავ ნაბიჯებს,
მასას მომეტებით ფართო თვალებიდან კითხვის ნიშნები აქვს
და ვერამოხსნილი ეს ამოცანები აგიჟებს....
დრო ჩახუტებიდან - ჩახუტებამდე მხოლოდ ნაღველია,
ნოემბრის დღეების ჯაჭვი იგრიხება აქ დაუკითხავად,
ყველა თრობაზე უფრო ძლიერი სასმელი დაგველია,
ღამე ფრიალებენ ქუჩებში ლექსები და წაუკითხავად...
დრო ჩახუტებიდან- ჩახუტებამდე ლოდინის რეჟიმია,
ყველა უდაბნოში შეძლებს აყვავებას, ბედი აქვს,
მერე იძერწება გრძნობის მოზღვავების რელიქვიად,
მანდომებს ჯიუტად უმიზნოდ და მიზნით ხეტიალს...
დროს ჩახუტებიდან ჩახუტებამდე უწოდე - შიმშილი,
ოთახს ბეთხოვენს მელოდია მოსავს შავთეთრ კლავიშებად,
ბრბოს ცნობისმოყვარე, უტიფარ თვალებში უბრალოდ სირცხვილი,
დილას ფერი დაკრავს შენი თვალების და მიღირს გაგიჟებად..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1149 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0