ბილიკს მივყვებოდით - მე, შენ და დუმილი, დროთა სვლას მოჰქონდა სილაღე ფერთა, როცა მოგონების სხივები გაიფრენს, ნათელს წამოიღებს გარდასულ დღეთა.. მე ვდუმდი რატომღაც, შენს დუმდი ამაყად, დუმილი ხარობდა ვით ბავშვი პატარა, სიტყვები ფრაზების ვრცელ კორიანტელად, გულმა დაიტია და დიდხანს ატარა... დღეს დუმილს ვარღვევ და გიტყდები სათქმელში, ტკივილჩაქსოვილი შენზე ლექსებია, ჩვენ სამნი ვიყავით : მე, შენ და დუმილი, დუმილი - ზედმეტია...
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..