Загрузка...
ელენიკო კავთუაშვილი - დაივიწყე / eleniko kavtuashvili - daivitske - 26 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 2:57 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 26 » ელენიკო კავთუაშვილი - დაივიწყე / eleniko kavtuashvili - daivitske


2:07 AM
ელენიკო კავთუაშვილი - დაივიწყე / eleniko kavtuashvili - daivitske


მოდი დაივიწყე ცოტა ხნით ვინა ხარ,
თბილისის ქუჩებს რომ აბიჯებ,
მოდი დაივიწყე და ბრმად გამომყევი,
ხომ ხედავ უსიტყვოდ გაგიჟებ..
მოდი დაივიწყე ცოტა ხნით ვინა ხარ,
უმიზნოდ რატომ ეწამები,
მოდი დაივიწყე და მე გამომყევი,
რომ გაგიფერადდეს წამები...
თორემ ჰორიზონტზე მწკრივდება ფიქრები,
მწკრივდება წამოშლილ ტალღებად,
შეკოწიწებული, სუნთქვაშებოჭილი
ცხოვრება დაყვება აფრებად...
ვაგროვებ ზამთარში ფრაზების ქარიშხალს,
ვრცელ, შეუსრულებელ მისიებს,
და ყოველ საღამოს უშენოდ დასხმული,
„ჩაიც კი თბილ ფილტვებს მიციებს“...
ვაქეზებთ სამყაროს, მიზეზებს არ ვულევთ,
და განა უბრალოდ ვემთხვევით,
ცხოვრება ყველაფერს წესებით მიყვება,
არაფერს მოახდენს შემთხვევით...
მოდი დაივიწყე და ბრმად გამომყევი,
გრძნობები ერთმანეთს რითმავენ,
და წლების მერე ბუხართან მჯდომმა
ჩემი ნაწერები ითვალე...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1047 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0