Загрузка...
ელენიკო კავთუაშვილი - არეული / eleniko kavtuashvili - areuli - 26 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:11 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 26 » ელენიკო კავთუაშვილი - არეული / eleniko kavtuashvili - areuli


2:08 AM
ელენიკო კავთუაშვილი - არეული / eleniko kavtuashvili - areuli


გარეთ გაზაფხული დარონინობს, მჯერა უშენობის ვერთქმის,
ნაცრისფერ ფერებში დანახული შავი თვალებით რომ მებრძვის,
ფანჯრის რაფაზე ვარ შემომჯდარი, სუსტია გულისცემა,
როცა ახლოს ხარ და მაინც შორს ხარ და ვერ მეგულები ჩემად.
შენი თვე მოვიდა, შენს ფერებში დანახულ სამყაროს ვხატავ,
სათქმელს ვაგროვებ და მოჭარბებულს გულში ემოციებს ვმალავ...
უნდა დავამსხვრიო ყველა კერპი, გზაზე წინაღობად რაც იდგა,
უნდა გავაჟღერო ყველა ფრაზა რაც კი ითქვა ანდა არ ითქვა...
მერე ვიამაყო ცვლილებებით, სიცელქე მივუშვა ნებაზე,
შენი გაბუტული გამოხედვა, მზერა მობჯენილი კეფაზე...
ნეტავ რა დრო არის შენს საათზე? საით მიკაკუნობს ისარი?
სანამ ნერვიულად მიმოდიხარ, გული გაიძახის „ის არის“..
რა დიდხანს შემორჩი მოგონებებს, წვიმამ ვერ მონახა ადგილი,
რატომ მომერია წერის ჟინი, სიჩუმე უფროა ადვილი.
დაე იყოს ირგვლივ ნაცრისფერი, მუზები ხომ მაინც გელიან,
მხოლოდ მე ვიცი და მე ვხედავ, შენი სამყარო რა ფერია...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1029 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0