Загрузка...
ელენიკო კავთუაშვილი - გამეორება / eleniko kavtuashvili - gameoreba - 26 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:00 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 26 » ელენიკო კავთუაშვილი - გამეორება / eleniko kavtuashvili - gameoreba


2:09 AM
ელენიკო კავთუაშვილი - გამეორება / eleniko kavtuashvili - gameoreba


მომიშვი გულთან, როგორც ღამე მოდის ფიქრებთან,
გიყვარდე, როგორც პირველკლასელს უყვარს ანბანი,
გამიმეორე ყოველ დილას, ყოველ საღამოს
და არასოდეს დამთავრდება ჩვენი ამბავი...
თორემ ცხოვრება ემსგავსება ნელ-ნელა ჭაობს,
საკუთარ თავთან დარჩენა რომ შენვე გაშინებს,
დადიხარ კენტად, გაორებულ თვალის გუგებში,
არარსებობა არსებობას თითით ანიშნებს...
ქრები...სიშორე ანადგურებს ქარიშხალივით,
გამიმეორო იქნებ კიდევ თბილი სამყარო,
გამიმეორეო, როგორც ლექსი გალაქტიონის,
გამიმეორო, რომ ცხოვრების აზრი ატარო...
სულ ტყუილია ახლა ჩემი გათამამება,
თოვლიან ღამეს სტრიქონები...ერთი...მეორე...
შემატყვე, უკვე ვერასოდეს დაგიზეპირებ,
დამავიწყდები...მერე ისევ გაგიმეორებ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1046 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0