Загрузка...
აკი მორელი - ახლა ფანჯრიდან სხვაგვარი ხედია / aki moreli - akhla fanjridan skhvagvari khedia - 27 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:21 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 27 » აკი მორელი - ახლა ფანჯრიდან სხვაგვარი ხედია / aki moreli - akhla fanjridan skhvagvari khedia


11:31 PM
აკი მორელი - ახლა ფანჯრიდან სხვაგვარი ხედია / aki moreli - akhla fanjridan skhvagvari khedia


ახლა ფანჯრიდან სხვაგვარი ხედია,
და მეც სხვაგვარად ვიგრძენი სევდა,
ჩემს გვერდით კიდევ შენი ხელია,
და თითქოს ჩემია შენი გულის ცემა.
ვისუნთქავ უცნობი სამყაროს ჰაერს,
და ეს ჰაერი უფრო თბილია,
ვუყურებ მინაში ანარეკლ სახეს,
და ეს თვალები ნაკლებ ცივია.
თეთრი ჟანგბადი სხეულში დაძრწის,
და ბაგეებთან ელის ველები.
მე მოვალ შენთან სევდა, რომ დამღლის,
და მჯერა ნაზად მომეფერები.
ოთახში საამო, მშვიდია სუნთქვა,
ზოგჯერ რაღაც ხმა ჩაივლის ფრენით,
და საუბარი მძინარე თუნდაც,
მე არ მეკუთვნის, არ არის ჩემი.
კუთხეში ვზივარ ხელებთან ახლოს,
შორიდან გვიმზერს ''გრეის'' პორტრეტი,
და მხოლოდ მინდა ისმოდეს ამ დროს,
მივიწყებული ჩემი სონეტი.
ახლა ფანჯრიდან სხვაგვარი ხედია,
და მეც სხვაგვარად ვიგრძენი სევდა,
ჩემს გვერდით კიდევ შენი ხელია,
და თითქოს ჩემია შენი გულის ცემა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1112 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0