Загрузка...
გიორგი ხმიადაშვილი - სველი ხელთათმანები / giorgi khmiadashvili - sveli kheltatmanebi - 27 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:32 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 27 » გიორგი ხმიადაშვილი - სველი ხელთათმანები / giorgi khmiadashvili - sveli kheltatmanebi


11:34 PM
გიორგი ხმიადაშვილი - სველი ხელთათმანები / giorgi khmiadashvili - sveli kheltatmanebi


მილიონობით ქარიშხალი დასჩემდა ქალაქს,
გავერთე ძველი თოვლიანი თეთრი ზმანებით
მუჭებით, გუშინ მოთოვილი გუნდები დამაქვს
და უწინდელზე სველი არის ხელთათმანები,
რადგან თოვლია უწინდელზე წყლიანი, უფრო
თავგამეტებით ახლა ცვივა ფიფქი ზეციდან.
ამინდი დღესაც უქაროა, არ არის ქუფრი
და გადმოშვება სიმაღლიდან მგონი მეც მინდა.
თელავი თავის ცუდ ხასიათს სკივრში ალაგებს,
თავს რომ ზეწარში გახვეული ამინდს მინადობს
და შეუერთებს თავის აკორდს სულ სხვა ქალაქებს,
დაუკრავს როცა გადათოვლილ ფორტეპიანოს
მე თოვლს დავხედავ, მილიონი ნაკვალევიდან
ავირჩევ ერთერთს, და რადგანაც დამძიმდა სკივრი
და აქვე აზრი დაეკარგა წასვლას შენიდან
მთელი დღე ვიღაც უცნობების კვალდაკვალ ვივლი.
მილიონობით ქარიშხალი დასჩემდა ქალაქს,
გავერთე ძველი თოვლიანი თეთრი ზმანებით
მუჭებით გუშინ მოთოვილი გუნდები დამაქვს
და უწინდელზე სველი არის ხელთათმანები.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1261 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0