Загрузка...
ლაშა ჩხვიმიანი - ნუ შფოთავ, სულო / giorgi khmiadashvili - nu shfotav, sulo - 27 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:31 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 27 » ლაშა ჩხვიმიანი - ნუ შფოთავ, სულო / giorgi khmiadashvili - nu shfotav, sulo


11:44 PM
ლაშა ჩხვიმიანი - ნუ შფოთავ, სულო / giorgi khmiadashvili - nu shfotav, sulo


ნუ შფოთავ, სულო,
დადგება ჟამი,
ჟამი მიწურვის და
დასასრულის,
როს ამქვეყნიურს
ვერრას შეიცნობ
კაცი
მიწიდან
ცად გადასული.

იქნებ არ გესმის,
იქნებ ვერ ხვდები
(მავანი, მართლა, იქნებ ვერც ხვდება),
რომ ამწვანდება
ისევ ვერხვები,
ფიჭვები ისევ
შეივერცხლება;

რომ არ შეწყდება
დღეთა მიმოსვლა
და სავსეობა
სიცარიელის...
რომ აყვავდება
კვლავაც მიმოზა,
ველის ტიტა თუ
მინდვრის იელი.

იქნებ ვერ ხვდები
მიწადმყოფელი
ქვეყნიერების
მრუდეს და მართალს,
რომ ამ ყველაფერს
შეუცნობელი
და იდუმალი
გონება მართავს.

ჟამით დანათოვს
ჟამივე კვალავს,
ცაც, მოქუფრული,
იციალებს და
დაბრუნდებიან
წარსულნი კვლავაც
რემბრანტებად და
ტიციანებად...

და მხოლოდ იგი,
იგი, რომელიც
წარმართავს დროს
და ბრმა სტიქიონებს;
კვლავაც მოგვივლენს
შეუცნობელით რუსთაველებსა და
გალაკტიონებს,

მაგრამ
არავინ განმეორდება,
არავინ მოვა
იგივეობად
ის,
ვისაც უდგას
მარადიული,
ციური სული,
გონი,
მეობა.
არავინ უწყის
როგორ და როდის
ის რა ბედსა და
გზას გაგვიმზადებს...
თაობა მიდის,
თაობა მიდის,
,,ქვეყანა ჰგიებს უკუნისამდე\".


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1175 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0