მთავარი » 2015 » იანვარი » 27 » ნოდარ მაისურაძე - ვლეწავ ჩარჩოებს / nodar maisuradze - gvletsav charchoebs
11:50 PM ნოდარ მაისურაძე - ვლეწავ ჩარჩოებს / nodar maisuradze - gvletsav charchoebs
დაუზარებლად ვლეწავ ჩარჩოებს, სოციალურს, მორალურს, ეთიკურს. ჩემში სატანას ვგმობ და ვაჩოქებ, პრინციპებს, - ვუკეთებ "პედიკურს".
დამღალა ყველგან -"არ შეიძლებამ", ასეა წესი და ისე არა-მ, დინებით ცურვამ რომ არ მიშველა,- მივყევი ჩემს გულს,სათქმელს და კალამს.
დავლეწე ყველა ვიწრო ფანჯარა სახლზე, რომელსაც ფანჯრები არ აქვს, მტრობამ პატივი ისე ამყარა, გავურბი ძმასაც და მოყვასსაც, თავსაც.
უნდა როგორმე დავძლიო რიდი, მორალის, წესის, ტრადიციების, რომ მერე შენთან მოვიდე მშვიდი და ჯანსაღი, სუფთა ამბიციებით.
10.06
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1074 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|