Загрузка...
ნოდარ მაისურაძე - ეს ისე / nodar maisuradze - es ise - 27 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:30 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 27 » ნოდარ მაისურაძე - ეს ისე / nodar maisuradze - es ise


11:56 PM
ნოდარ მაისურაძე - ეს ისე / nodar maisuradze - es ise


ოთახი ბნელი, ნესტიანი, დამძიმებული
ჰაერით და პირქუში სივრცით.
სკამზე დამჯდარი მევალე და საანგარიშეს
კლავიშების წკაპაწკუპით, - ჩამოწვა ნისლი

თვალებში და გონებაში, დაფინა კალთა,
ფიქრი, -საფიქრალს გასცილდა და გასცდა იმდენად,
რომ დედამიწა უკან დარჩა, მუჭისოდენა, -
და უსისხლო გულს დაემსგავსა. მე კი იმ ქვეყნად

ვერ დავდე ბინა, და ვერც აგური. რადგანაც
ჩემი ცხოვრება ფუჭია და უიმედობა
გახდა მეგზური ოცნებების, მიზნების და
კიდე ვაი რის...

ფიქრსღა შერჩენილს, გაწურული გულიც მ ე ყ ო ფ ა
ორად, ათად, ათასად და ნაწილაკებად,
და ესენი კი,... ისევ ითვლიან, აჯამებენ,
კრავენ კონებად...

ჩემი ცხოვრების წუთებს, წამებს... მერე, -
მიდიან და მიაქვთ მათი ცარიელი
თავი, ჯიბე, არსებობა და
შეერევიან ამ ცხობრებას, -ლაწირაკებად...

29.01. 2014


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1092 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0