მთავარი » 2015 » იანვარი » 27 » ნოდარ მაისურაძე - ვიმზადებ ხურჯინს / nodar maisuradze - vimzadeb khurjins
11:58 PM ნოდარ მაისურაძე - ვიმზადებ ხურჯინს / nodar maisuradze - vimzadeb khurjins
მონადირესავით ვიმზადებ ხურჯინს, ვალაგებ საგზლად დარდსა და ვარამს, არ დამრჩეს ბრაზი და დაბოღმა, ქუჩის ძაღლივით თან რომ მალულად დამაქვს.
მონადირესავით ვიმზადებ ხურჯინს, ვალაგებ სიტყვას, ავყიას, მავნეს, ის, რაც ვაგროვე ოდითგან გულში, ვერ გავატანე ვერც წყალს, ვერც გამვლელს.
მონადირესავით ვიმზადებ ხურჯინს, წავიღებ ყველა ლანძღვას და წყევლას, რაც ვერ ვთქვი, რადგან სენი მაქვს მუნჯის... ვაგროვე, ვფუთე, ვინახე ყველა.
მონადირესავით ვიმზადებ ხურჯინს, ამ დღისთვის, დიდი წასვლისთვის მზად მყოფს არ უნდა დამრჩეს სიავე გურჯის. რაც ჩემს ქვეყანას ამძიმებს, აზრობს...
მონადირესავით ვილაგებ ხურჯინს, მივდივარ, მიმაქვს ყველას ვარამი, იქნება ახლა, ამ ქვეყნის გულში, - სიკეთე გახდეს უფრო მთავარი....
წავედი. მიმაქვს მძიმე ხურჯინი...
3.02.2014წელი
აზრობს --- დამზრალი
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1058 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|