Загрузка...
ნოდარ მაისურაძე - ჩემი მტრების გასაგონად / nodar maisuradze - me mtrebis gasagonad - 27 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:36 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 27 » ნოდარ მაისურაძე - ჩემი მტრების გასაგონად / nodar maisuradze - me mtrebis gasagonad


11:58 PM
ნოდარ მაისურაძე - ჩემი მტრების გასაგონად / nodar maisuradze - me mtrebis gasagonad


ისეთი ბოღმა მადგას ამ ბოლოს,
სხეულის ყველა ნერვს ვგრძნობ მკაფიოდ.
ეს ჯავრიც უნდა გადავაგორო
როგორმე, - დაღმართს უნდა ჩავსდიო

რომ მერე, -ჰაი... -მიყურეთ მერეც,
ვერ დამაკავებს კბოდე ნაპირი,
დავუფრთხობ მავანს შეკაზმულ ცხენებს,
რომ დაილეწონ ყველამ თავ-პირი

ისე გარბოდნენ, ისე მივდევდე,
ფლოქვმა გამოფქვას ნალებსქვეშ მიწა,
თუნდ ქარმა მტვერის ლაჩაქ-რიდეზე
ამოაფაროს ბილიკი მტრისა... -

ბილიკი?! მიდი, ფრთები შეისხი,
სად გაფრინდები?! - იქ სადაც მიხვალ,
მახინჯ სახეზე წყალი შეისხი,
არ გეჩვენები, აქაც ვარ, ის ვარ

ვინც მოგდევს, გხვდება, გზაში გაცილებს,
გტანჯავს, ძილს გიფრთხობს, გაგლიჯავს რბილობს.
მე ვარ, -მე, შენი ავი აჩრდილი,
ვინც შენს დასჯას და დაღეჭვას ცდილობს...

29.01.2014


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1065 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0