Загрузка...
ნოდარ მაისურაძე - ემიგრანტი (ექსპერიმენტი) / nodar maisuradze - emigranti (eqsperimenti) - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:50 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » ნოდარ მაისურაძე - ემიგრანტი (ექსპერიმენტი) / nodar maisuradze - emigranti (eqsperimenti)


0:00 AM
ნოდარ მაისურაძე - ემიგრანტი (ექსპერიმენტი) / nodar maisuradze - emigranti (eqsperimenti)


უკვე ყველაფერი ნათელია დღესავით,
ვერ შევეგუები მარტოობას და
მარტო დარჩენილი ვებუტბუტები ზენ(მ)ას.
შუამავალი ჩვენს შორის კი , -ლოცვა და სანთელია.

სისხლში სხეულის ყველა სითხე შემერია:
ნერწყვი, შარდი, ცრემლი, ოფლი...
ფერი კი მაინც წითელია.
გინდა კოქტეილი?!
ფუჟერით თუ ბაკლით? ყანწით თუ სათლით?
ეგება გეახლო გავსილი ჭინჭილა?
რომ შეძლო და მიმირთვა ვენაზე დაცხრომით?!

მე ვეღარ ვიცხოვრე უშენოდ განცხრომით მიწაზე გამომშრალ.
ვერც ასეთს ვერ გიტან, მძაგხარ და გზიზღულობ,
მაგრამ, სიზმრებში მაინც შენ დაგეძებ.
გლობუსზე შავი ზღვის ნაპირთან გკითხულობ წერტილზე...
გამვლელს და გამომვლელს ვაბარებ მოკითხვებს.
ერთხელაც (ვშიშობ რომ მანამ არ მოგიკვდე) ვიდრე გიხილავ,
გულში ჩამიკრავ, ფეხქვეშ გაგიგებ,
და მერე გახეული ჯიბით წაგიღებ არსად.
მინდა რომ მივიღო კითხვაზე პასუხი:
''მითხარ, -როგორაა მემლექეთი?!"
„ბერექეთი“ მოგცეთ, თუ უკვე შემიგრძენ?!..

ჩემი სისხლი გინდა?! ფურთხში არეული?!
წყაროდ გამოჟონა დარუბანდთან...
მე კი, მოვბარბაცებ ნაბიჯარეული, სიფხიზლეგალეული მარშით
და ვაგინებ ყველას, ვისაც არ უყვარხარ. -ჩემო

14.05.2014


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1289 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0