Загрузка...
ნოდარ მაისურაძე - წასული მამის რექვიემი / nodar maisuradze - tsasuli mamis reqviemi - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 2:57 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » ნოდარ მაისურაძე - წასული მამის რექვიემი / nodar maisuradze - tsasuli mamis reqviemi


0:01 AM
ნოდარ მაისურაძე - წასული მამის რექვიემი / nodar maisuradze - tsasuli mamis reqviemi


მინდორს ნისლივით მოსდებია გვირილის თოვა,
ფერდობს ზუზუნით გადაევლო ფუტკრის ტორნადო,
ვიცი,გგონიათ რომ ოდესმე უთუოდ მოვალ,
მაგრამ არ ვიცი რა დაგპირდეთ, რადგან -მოვალ რო?!

წარსულს ფერები გაუხუნდა, მოედო ხავსი
და გუგულისაც აღარ მესმის: -გუ-გუ, დროდადრო,
ვიცი, რომ ღამით ატირდება (მამა)-ო ბავშვი, -
მომენატრაო, ხომ მოვაო, მაგრამ -მოვა რო?!

ახლა ცრემლები ხელს ართმევენ ერთმანეთს ღაწვთან,
როცა ვიხსენებ ისტორიებს თქვენზე, -მონაყოლს,
ეგ მონატრებაც მენატრება მამიკო, ამ წამს,
რომ მოვალ გულში ჩამეკარი... -ნეტა მოვა დრო?!

იცოდეთ, -ასგზის მუხთალია ცხოვრება, ასგზის,
ნუ შეადარებთ ისტორიებს, წიგნის მონათხრობს,
ჩემს რეალობას მარტოობის სურნელი ასდის,
რომც გამოვექცე ფუჭ იმედებს, -თქვენთან მოვალ რო?!

მ ა პ ა ტ ი ე თ!..

29. 07. 2014


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1047 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0