გრძელ წამწამებს ნება ნება ნაბავ, მოდიხარ და სულს უხუთავ ქუჩას, ხალხის ხარბი გამოხედვით თვრები, ამ ლოთობას საზღვრები არ უჩანს. მუხლის თავთან მოფარფატე კაბა, მარჯვედ ებრძვის სხვათა სუნთქვის ნიავს, მოშიშვლებულ, ულამაზეს მხრებით - ქარვისფერი კულულები მიგაქვს. თავის ფასი იცი, თანაც კარგად, უმოწყალოდ ისვრი ღიმილს, - რა კარგს, ხელუხლებელ, გაფუებულ მკერდით მარგალიტის თეთრი ასხმა დაგაქვს... ჩამომივლი გაქვავებულ ვაჟკაცს, სახტად მდგომს და დამწვარს შენი ალით, ანგელოზი, დამალული ფრთებით, კაცთა მოდგმის იდეალი ქალი...
28.10.2014
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..