Загрузка...
ფრიდონ ხიზანიშვილი - მადლობელი ვარ / fridon khizanishvili - madlobeli var - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:55 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » ფრიდონ ხიზანიშვილი - მადლობელი ვარ / fridon khizanishvili - madlobeli var


9:35 AM
ფრიდონ ხიზანიშვილი - მადლობელი ვარ / fridon khizanishvili - madlobeli var


ნერვიული ღამის ყოველი დაძარღვული მოქმედება
მღრღნის და მაციებს, მაფხიზლებს, მდევნის...
სოლიდარობა უძინარ გმირებს! პოეტებს! მხატვრებს!
მადლობელი ვარ დატოვილ ძღვენის ყოველი მტევნის.
კლდის ქიმზე დაკლანჭული ბუს კივილი მიყვარს და მისი ანთებული თვალები,
მგლის სამართალი, დატორილი ნაბიჯი გაბმული ყმუილის გარეშე
ქვების სუსხიანი ეროზია მიყვარს დაღვარცოფებული ღარებით
მორთულობის შიგნით ჩაცმული ძაძები თავისი დახეული სარჩულების განუწყვეტელი თარეშით,
კუს სიზანტე მიყვარს და კურდღლის გამართლებული სისწრაფე
გენიოსების გენია გამჟღავნებული სიგიჟით,
სიბნელის ჩუმი შრიალი, მზის გაოფლილი სინათლე,
მდინარის ქაფიანი ზვირთები ზღვასთან გაურკვეველი სიმცირით.
ტილოსთან აღმართული ფუნჯი მიყვარს, გათხუპნული ხელები,
თანამგზავრი მთვარე მიყვარს დაჩრდილული ველებით,
ხანდაზმული ვაზი მიყვარს დახეთქილი მტევნებით
ულაგამო ცხენი მიყვარს თავაშვებულ ჭენებით,
სალამურის სტვენა მიყვაარს, სამწყემსურში გათევა
ტაბარუკის ოდა ქოხი ჭიანაჭამ ფიცრებით,
გლეხის ყველა საქმე მიყვარს მუხლზე ტყავის გაყვლეფა
მთის კალთებზე სილაღით გადმომდგარი ირმები.
გამოცლილი სასმისი -პათოლოგიური სიმთვრალის გამოკლებით
და მშობლიური მიწა მის მკერდზე დამონებით.
გულგაშლილი მინდორი, გაზაფხულის სურნელი,
გახარჯული მელანი დაჯღაბნილი ფურცელი,
აღტაცების ლოდინში ცხრათვიანი მუცელი
და ახალგაღვიძებული ჩვილის გაოცებული სახე მიყვარს
სიცოცხლე მიყვარს და სიცოცხლის ფასის მცოდნე ყველა ადამიანი,
ქალებში კდემა მიყვარს სინაზის შეფარული მხილებით,
კაცებში ვაჟკაცობა, დაუმორჩილებელი ჟინი და სიტყვის წონა მიყვარს
ხის დაკოჟრილ ტოტებად აქოჩრილი ფიქრები.
ჰოდა! ნერვიული ღამის ყოველი დაძარღვული მოქმედება
მღრღნის და მაციებს, მაფხიზლებს, მდევნის...
ღმერთისგან შექმნილი ყველა არსება მიყვარს და
მადლობელი ვარ!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1108 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0