Загрузка...
ალექსანდრე ნარსია - მდაბიური ლექსები / aleqsandre narsia - mdabiuri leqsebi - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:06 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » ალექსანდრე ნარსია - მდაბიური ლექსები / aleqsandre narsia - mdabiuri leqsebi


9:40 AM
ალექსანდრე ნარსია - მდაბიური ლექსები / aleqsandre narsia - mdabiuri leqsebi


***
ცხვება ლავაში,
ლუდხანაში ილევა
ლუდი,
ცვდება ტალახში,
შემცივნული მათხოვრის
ქუდი...

***
ქალაქის ფოთლებჩაცვენილ ქუჩებს,
კვლავ ბოშა ქალი გასძახის, \\\"ხურდა\\\",
ვიღაც პოულობს ნაგავში \\\"ტუფლებს\\\",
და უხარია, (ასეთი სურდა...)

***
წვიმს... მიწისქვეშა გადასასვლელში,
თათარი ბიჭი უკრავს გიტარას,
და ჩუმი ნატვრა ობლის თვალებში,
ქარმა ფოთლებით შემოიტანა...

***
ჩემი ცხოვრება ჰგავს ფოთოლცვენას,
შენ ვიღაც გჩუქნის იისფერ კაშნეს,
როგორც ყვავილზე მტვერის მოვლენა,
შეუმჩნეველი მინდა რომ დავრჩე...

***

ისევ მარტო ვარ და ვეძებ ბინას,
ღმერთს ვემეტები ცივი ღამისთვის,
შენ იქნებ ახლა სულაც არ გძინავს,
და არჩევ კაბას პაემანისთვის...

***
პოეზიაში - მე ხმელი ტოტი,
რითმისთვის ახლა ვამბობ ”სონეტებს”,
დამიმახსოვრებს ჩემი ბლოკნოტი,
დავავიწყდები მოძმე პოეტებს...

***
ვიღაცას უდგას დღეები რთული,
მძიმე ავადმყოფს სადღაც უვლიან,
და ვამჩნევ ახლა, რომ ჩემი სული,
ჩემი სახლივით გაბზარულია...

***
ვკითხულობ \"ბროდსკის\",
ჩემი ოცნება ჭიანჭველებს
სანაგვეზე გადააქვთ,
მოძველდა დროც კი,
თუ დღეს მომკლავენ,
ჩემთვის სამოთხე უკვე მზადააქვთ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1324 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0