Загрузка...
ალექსანდრე ნარსია - შენს შემდეგ (ლუბას) / aleqsandre narsia - shens shemdeg (lubas) - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:38 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » ალექსანდრე ნარსია - შენს შემდეგ (ლუბას) / aleqsandre narsia - shens shemdeg (lubas)


9:42 AM
ალექსანდრე ნარსია - შენს შემდეგ (ლუბას) / aleqsandre narsia - shens shemdeg (lubas)


როცა ღამდება ჩვენთან სოფელში,
როცა ჩრდილებიც მზესთან წვებიან,
ამოისუნთქავს ქარი ფოთლებში,
და ეს ფოთლებიც შენზე ჰყვებიან...

შორია შენსკენ სავალი გზები,
ცისარტყელაზე მზე ხატავს ფერებს,
შენს შემდეგ ასე ყოველდღე ვთვრები,
ვთვრები და გიწერ ნამიან ლექსებს...

დღები ჰგვანან ჩამოყრილ ფოთლებს,
სურვილებს ვმალავ, ნაფერებს ფიქრით,
ვაგზავნი ცისკენ დაცრემლილ ლოცვებს,
კვლავ მეგულები ჰორიზონტს იქით...

აქ ხშირად ფანჯრებს, ნისლის აქვთ ფარდა,
და დღეც ყვითელი ფერით ღამდება,
სითბო, რომელიც შენს ხელებს ახლდა,
სიცოცხლის მერეც არ დამთავრდება...

ვიღაც ქუჩაში წყალობას ითხოვს,
პირველი თოვლი ფიქრივით დნება,
სული, რომელიც მე დამაქვს, თითქოს
შენი თვალების სიმღერით თბება...

სევდის ნაკვალევს ვერ წაშლის წვიმა,
გაცრეცილ დღიურს ლექსებით ვავსებ,
შენს შემდეგ ცისკრად ბევრჯერ იწვიმა,
მე კი ცხოვრებას შემოვრჩი ასე...

სოფლის ძველ საყდრის დასანთლულ კედლებს,
მივეყრდნე, ვენდე მე უფლის ნებას,
ცოდვით დაღლილი შევყურებ ფრესკებს,
და კვლავ მოველი შენს დაბრუნებას...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1233 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0