Загрузка...
ალექსანდრე ნარსია - დაბოლილი ფიროსმანი / aleqsandre narsia - dabolili firosmani - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:52 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » ალექსანდრე ნარსია - დაბოლილი ფიროსმანი / aleqsandre narsia - dabolili firosmani


9:43 AM
ალექსანდრე ნარსია - დაბოლილი ფიროსმანი / aleqsandre narsia - dabolili firosmani


***
ცხვება ლავაში,
ლუდხანაში ილევა
ლუდი,
ცვდება ტალახში,
შემცივნული მათხოვრის
ქუდი...

***
ქალაქის ფოთლებჩაცვენილ ქუჩებს,
კვლავ ბოშა ქალი გასძახის, "ხურდა",
ვიღაც პოულობს ნაგავში "ტუფლებს",
და უხარია, (ასეთი სურდა...)

***
წვიმს... მიწისქვეშა გადასასვლელში,
თათარი ბიჭი უკრავს გიტარას,
და ჩუმი ნატვრა ობლის თვალებში,
ქარმა ფოთლებით შემოიტანა...

***
ჩემი ცხოვრება ჰგავს ფოთოლცვენას,
შენ ვიღაც გჩუქნის იისფერ კაშნეს,
როგორც ყვავილზე მტვერის მოვლენა,
შეუმჩნეველი მინდა რომ დავრჩე...

***

ისევ მარტო ვარ და ვეძებ ბინას,
ღმერთს ვემეტები ცივი ღამისთვის,
შენ იქნებ ახლა სულაც არ გძინავს,
და არჩევ კაბას პაემანისთვის...

***
პოეზიაში - მე ხმელი ტოტი,
რითმისთვის ახლა ვამბობ ”სონეტებს”,
დამიმახსოვრებს ჩემი ბლოკნოტი,
დავავიწყდები მოძმე პოეტებს...

***
ვიღაცას უდგას დღეები რთული,
მძიმე ავადმყოფს სადღაც უვლიან,
და ვამჩნევ ახლა, რომ ჩემი სული,
ჩემი სახლივით გაბზარულია...

ლუბას

ენგურის ნისლი, ოდიშურ ველებს,
მოეფინება, როგორც ცის მადლი,
ღმერთო სიყვარულს ნუ გამინელებ,
თაფლისფერთვალა გოგონასადმი...

***
ვკითხულობ "ბროდსკის",
ჩემი ოცნება ჭიანჭველებს
სანაგვეზე გადააქვთ,
მოძველდა დროც კი,
თუ დღეს მომკლავენ,
ჩემთვის სამოთხე უკვე მზადააქვთ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1225 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0