მთავარი » 2015»იანვარი»28 » დათო დვალიშვილი - თუ სხვა არავინ / dato dvalishvili - tu skhva aravin
9:51 AM
დათო დვალიშვილი - თუ სხვა არავინ / dato dvalishvili - tu skhva aravin
თუ სხვა არავინ დარდი ჩემი ობლად დამრჩება მიწა გახეთქილ სამყაროში ვკვდები მალულად თოვლის ფიფქები შავ სამარეს გულზე ადნება გარდაცვლილ ლეშს კი ჭილყვავები ზედ წამოსხმულან...
ვებღაუჭები უშედეგოდ,ღამე მთავრდება ხრიოკ მიწაზე მკლავს სიკვდილი აყვავებული თუ სხვა არავინ ცრემლი ღრუბლის მაინც დამრჩება გზას დამილოცავს სამარისკენ დავანებული....
ქაოსის იქეთ ქალი ჰკივის შავ ჩადრიანი დაუსაბამო ქარტეხილში მღელვარედ,მუნჯად გაჰკვირვებია მესაფლავეს სადაც არავინ ეს ერთი ქალი რად ვალალობს თავისთვის,ქუშად....
ხრჩოლავს ამ დიაცს უსასრულო ცრემლებთა ხვითქი ცივ სამარეში სევდას მიგებს ტრფობის ბულულად ჩაეწინდება ჩემს ცივ სხეულს ყოველი ტვირთი გარდავიქცევი მოელვარე ცაზე ბულბულად....
თუ სხვა არავინ ბჭე სამოთხის მაინც დამრჩება და ნაღვერივით გადავუვლი ცრემლებთა მდორეს ძვლებშიღა დარდი ქალბატონის გამეჩხირება დავემსგავსები გოგმანობით პირქუშა გნოლებს....
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..