მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » დათო დვალიშვილი - მელანქოლია / dato dvalishvili - melanqolia
9:51 AM დათო დვალიშვილი - მელანქოლია / dato dvalishvili - melanqolia
რაღაც მაწუხებს სრული ქაოსი და ვერც კი ვხვდები მე რა მგონია იღვიძებს ცხრა წლის ფიქრი,ავხორცი დაუსაბამო მელანქოლია....
ათასი ღამის უდაბურება წამებში ერთად ამოიყარა გუშინ ვებრძოდი მრისხანე თორს და დღეს უკვე მაგრად გამოიდარა.....
თავთან დამჩხივის შავი ყორანი ცრემლმაც პირქუშად დაიწყო გლოვა ბედნიერებას სადაც არ ველი ზაფხულში თოვლის ფიფქივით მოვა....
გამოგიგზავნე რამდენჯერ კეფი მაგრამ ტყუილად მომიხდა გარჯა თუნდ ცეცხლს აფრქვევდეს თეთრი ღრუბლები მაინც მომიწევს სამყაროს დასჯა.....
რომ გამამწესა ობოლ,ტუსაღად დატოვა მხოლოდ ბალდახინები იქვე მომიგდო თეთრი სუდარა მითხრა:შენთვითონ გარდაიცვლები.....
რაღაც მაწუხებს სრული ქაოსი და ვერც კი ვხვდები მე რა მგონია იღვიძებს ცხრა წლის ფიქრი ავხორცი დაუსაბამო მელანქოლია....
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1120 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|