Загрузка...
დათო დვალიშვილი - გაცოცხლებული წერილი / dato dvalishvili - gacockhlebuli tserili - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:39 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » დათო დვალიშვილი - გაცოცხლებული წერილი / dato dvalishvili - gacockhlebuli tserili


9:52 AM
დათო დვალიშვილი - გაცოცხლებული წერილი / dato dvalishvili - gacockhlebuli tserili


ყოველი შენი სუნთქვის ხმაურით
იწყებს გრძნობები თამაშის თამაშს
შენი თვალების ფერთა სიუხვით
ვხატავ დედოფალს ჩვენს ნანათრ თამარს...
გახსოვს წვიმაში ხის ქვეშ რომ შეგხვდი
როგორ სციოდა შენს ლამაზ თითებს
რომ ჩამეხუტე და სიხარულით
ჰყვებოდი ჩვენს ძველ გარდასულ მითებს....
არ გახსენდება?არც ის ზაფხული?
სიცივის ფიქრში რომ გაგვითოვდა
სადღაც მთის წვერზე გადაკარგულში
მხოლოდ ჩვენ ორნი და თოვლი თოვდა...
ცრემლმა მტერივით შემომიტია
წინ მომავალი ორი გზა დამრჩა
არ გახსენდება არაც ის თამარი
წამებში მწველი ნისლივით გაქრა....
მჯეროდა მაშინ ღვთის წინ რომ დავდეთ
გამოუთქმელი სიტყვებით ფიცი
არვიცი რატომ?არვიცი რისთვის
მაგრამ წახვედი სადღაც შორს ვიცი....
დილის ცვარივით თვალებს მინამავს
ბედნიერების ის შენი ცრემლი
მაშინ იქ მთაზე მე შენ და თოვლი
კიდევ უცნობი გულების ხმები....
გუშინ თუ არა მგონი გუშინწინ
სიზმრად ვიხილე ის მკრთალი სახე
როცა პირველად,ქუჩაში მყოფი
ობოლ ბავშვივით მტირალი გნახე.....
დაბრუნდი იქნებ გამოგივიდეს
მე ყოველ დილით წვიმაში ვდგევარ
იმ ხის ქვეშ,როცა ჰყვებოდი მითებს
და ჩვენს მომავალ თამარზე ვღელავ....
––––––––––––––––––––––––––––––––
ვცდილობ მას შემდეგ რაც წამოვედი
ყოველი წამი სიკვდილად მექცა
როგორ არ მახსოვს ის ცივი ღამე
როცა ვათბობდით სამყაროს ერთად....
არ დასუსტდება არასდროს ფიცი
ღვთის წინ როდესაც დავდეთ სიტყვებით
სულ მაგონდება სიცივის ფიქრში
ის მონარნარე თეთრი ფიფქები.....
ყველაზე მეტად მახრჩობს სურვილი
იწყებს გრძნობები თამაშის თამაშს
სულ მალე მოვალ და დავბრუნდები
გავასეირნებთ ჩვენს ნანატრ თამარს...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1190 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0