Загрузка...
დათო დვალიშვილი - ზურაბ გორგილაძეს / dato dvalishvili - zurab gorgiladzes - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:53 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » დათო დვალიშვილი - ზურაბ გორგილაძეს / dato dvalishvili - zurab gorgiladzes


9:54 AM
დათო დვალიშვილი - ზურაბ გორგილაძეს / dato dvalishvili - zurab gorgiladzes


სულ რაღაც დროებით ეკუთვნის შირვან შაჰს
ზურაბის სახლ-კარი,ჩვენ ბედი მუხთალი
მე მტკივა,შენ გტკივა,ჩვენ ქართულ მიწა-წყალს
შავი ზღვის ტალღებში ნასროლი კურცხალი

გაგვიშრა.რომ ვეღარ ქართველობს ქართველი
იქ სადაც ოჰოი ნანა და გაისმის
და გულის დამხჩვალი იღება სარქველი
მე მჯერა ტყვიასაც მრავალი გაისვრის

იქ სადაც ომობდა სიტყვების არმია
იქ სადაც ლექსები ბავშვივით დარბოდნენ
იქ სადაც უკვდავი გვამები მარხია
და ქართულ სუფრაზე ცოცხლებთან ამბობდნენ

ამბობდნენ ცრემლებით,ცრემლებში სიმთვრალეს
იმ ღამით უსაფრთხო ადგილი დაედო
და ჩემში სისხლისგან დახეთქილ გიჟ თვალებს
აქ გულის ტაძარში სანთელი დაენთო.

სადაც რომ ვერასდროს შეაღწევს გრიგალი
ყოველგვარ მცდელობას ვახვედრებ ჯავარდენს
აჭარის მიწაში უმიზნოდ ღრიალი
ჩაესმის მხოლოდღა ხულოელ ქარაფებს.

და რაა ბათუმი?და ვისი ბათუმი?
დილას რომ მოლების კივილი აღვიძებს
ჩვენ გვინდა ზურაბის ქედა და ქართული
ის მზერა ვაჟკაცის არწივს რომ აშინებს.

ჯვალოსგან ნაქსოვი სირცხვილი მედება
და მკორტნის მაწვალებს ირანის ყვავები
მე იყოს ჯანდაბას,აჭარის ქედებმა
რაღა ჰქნას დაკორტნეს დიდრონი თვალები.

გაისმა ყიჟინა უტევენ მგოსანს და
ავ სიტყვის პირდაპირ გადამდგარ მეომრებს
ირანის შაჰისგან შექმნილმა პლეადამ
დღეს უკვე ზურაბი განგმირა მეორედ.

ვაი რომ ქართველი მქვია და დავდუმდი
ზეცამდე პოეტის პატარა სახლ-კარი
გულში ვერ ჩავისვი სისხლისგან ავდუღდი
ენა ვერ ავიდგი ყვავივით ვყრანტალებ

და ჩემი სახელი,და შენი სახელი
და ჩვენი სახელი დაგვყურებს ზემოდან
დავლოცოთ სამშობლო ოცნება ახდენილ
კალაპოტს მიმჯდარი აჭარის მდელოდან.

და მალე როდესაც აჭარას მამალის
ყივილი სიმძიმეს თვალიდან მოსტაცებს
ჩვენ ყველა ერთბეშად აქ გულში ნაჭამი
სირცხვილის დაცემის შევძახებთ ოსანებს.

არ დადის არავინ მოლა და წამხდალი
და ვაშა! და ვაშა!და ვაშა ქართული
გათენდა ცოცხალი მზეა და ცარგვალი
ეს ჩემი ბათუმი,ეს ჩვენი ბათუმი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1088 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0