ცხოვრების წიგნიდან ერთი დღეც მოეხა. იყურე კარისკენ, ვინ არის - არავინ. მიუვალ ადგილას მოსული თოვლი ხარ, ჯერ ფეხდაუდგმელი და გაუკვალავი.
თუ ბედი განსაცდელს შენს მხრებზე აცურებს, სისხლი არ დალიო, დალიე არაყი. შარვალზე ღილივით აწყვეტილ კაცუნებს ზედ ნუღარ შედგები, გაყუჩდი, არ აყვე.
დადექი სარკმელთან, რას ხედავ - არაფერს. ღამეა, ქარი და სიცივე ნოემბრის. იპოვეს ღმერთი და შუქივით ჩააქრეს, შენ ბნელშიც მოძებნე და გულზე მოები.
გწამდეს, რომ ხელებში მომწყვდეულ სიმწვანეს დიდხანს ვერ დაიჭერს დღეის დღის ამინდი. შენ იცი, ვინცა ხარ, გთხოვ, არ შეიცვალო, გიჟივით იცინე, ლოთივით ატირდი.
ცხოვრების წიგნიდან ერთი დღეც მოეხა. იყურე კარისკენ, ვინ არის - არავინ. უკაცურ ადგილას მოსული თოვლი ხარ, ჯერ ფეხდაუდგმელი და გაუკვალავი.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..