ლექსები - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-16, 11:49 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ოთარ ჭილაძე - და მაინც დიდი გზაა იქამდე / otar chiladze - da mainc didi gzaa iqamde


რა წამს კი დავიბადებით,
იქვე საფლავი მზა არი.
ხალხური

...და მაინც დიდი გზაა იქამდე,
კვლავ შევესწრები ხის აყვავებას,
კვლავ შემაწუხებს,რაც დავიქადნე,
ქმნად სიკეთისა რაც მაკავებდა.

და სანამ მხრებზე მემსხვრევა წვიმა,
გზები ნაბიჯებს სანა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1670 / თარიღი: 2014-09-26 / 7:03 AM / პარასკევი

ოთარ ჭილაძე - და აი, როგორც სველი ძაღლები / otar chiladze - da ai, rogorc sveli dzaghlebi


და აი,როგორც სველი ძაღლები,
ისევ მოგროვდნენ კართან ჩრდილები
და მოითხოვენ კარის გაღებას:
ყეფით,წკმუტუნით და დაჟინებით.

და წვეთავს ისევ წყალი თუ ღამე,
ღამე თუ შლამი,შლამი თუ სული,
თუ უაზრობით შემკრთალი წამი,
თუ სიმარტოვით გახსნილი წყლული...
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1135 / თარიღი: 2014-09-26 / 7:01 AM / პარასკევი

ოთარ ჭილაძე - გათავდა! / otar chiladze - gatavda!


წარწერა ეკზიუპერის წიგნზე

გათავდა! უკვე ახლოა სახლი,
სადაც სინაზით სუნთქავს აგურიც
და სადაც ცოლი, ძლიერს და დაღლილს,
უჩუმრად გიცდის, ვით ნავსადგური.
და თუკი გიცდის, იმედიც გქონდეს_
ვისაც უცდიან, მას ღმერთი იცავს,
რომ დაუბრუნდეს მიწიერ ცოდვებს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1389 / თარიღი: 2014-09-26 / 6:59 AM / პარასკევი

ოთარ ჭილაძე - ბავშვობა ერთი ბოლოა თოკის / otar chiladze - bavshvoba erti boloa tokis


ბავშვობა ერთი ბოლოა თოკის
და თვითონ უნდა მიაბა იგი მიწას,
რომელზეც გინდა რომ მოკვდე,
როდესაც მოვა სიკვდილის რიგი.

საქმე ისაა, როგორ მიაბამ,
როგორ გამოთვლი გასავლელ მანძილს,
რომ არ შეფასდეს მერე იაფად
შენივე ხელით შეკრული კვანძი.

როგ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1854 / თარიღი: 2014-09-26 / 6:57 AM / პარასკევი

ოთარ ჭილაძე - აღსასრულისკენ სამყარო მიქრის / otar chiladze - aghsasrulisken samkaro miqris


აღსასრულისკენ სამყარო მიქრის,
ვით პატრონმკვდარი ველზე ქურანი…
ღმერთო, მასწავლე მოთოკვა ფიქრის,
ანდა წამართვი ფიქრის უნარი.

ფიქრისგან ფიქრი ჩნდება, ჭავლივით.
არ წყდება მტანჯველ ფიქრთა ნაკადი,
თითქოს ათასჯერ უკვე ჩავლილი
და ვერჩავლილი მაინც აქამდი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1232 / თარიღი: 2014-09-26 / 6:54 AM / პარასკევი

ოთარ ჭილაძე - ალბათ ყველაფერს მოედო ხავსი / otar chiladze - albat kvelafers moedo khavsi


ალბათ ყველაფერს მოედო ხავსი
და ალბათ უკვე ვეღარც იხარებს:
ეზო, რომელიც ძილშიღა გვახსოვს,
სახლი, რომელიც გადავიყვარეთ.

სამაგიეროდ... სამაგიეროდ,
ქვეყნის ტალახი გვათოვს და გვაწვიმს...
შენ დაიფარე, ღმერთო ძლიერო,
საკუთარ ფესვებს მომწყდარი კაცი
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1375 / თარიღი: 2014-09-26 / 6:53 AM / პარასკევი

ოთარ ჭილაძე - სილაზე იწვა ქალი / otar chiladze - silaze itsva qali


სილაზე იწვა ქალი და კვალი,
ცოცხალი კვალი ქალიდან ზღვამდე.
ყველაფრის ნებას აძლევდნენ თვალებს
მეზღვაურები, რომლებიც სვამდნენ.
მზე ჩადიოდა, მრგვალი და სრული
და ბინდში კრთოდა თეთრი ქალაქი
გაბრუებული ქაფურის სუნით
და თევზის სუნით და ლაპარაკით.
მეზღვ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1244 / თარიღი: 2014-09-26 / 6:52 AM / პარასკევი

ოთარ ჭილაძე - მეფეებივით ფიქრობენ მთები / otar chiladze - mefeebivit fiqroben mtebi


მეფეებივით ფიქრობენ მთები...
ღამე კოცონთნ სველ ფეხებს ითბობს...
მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები...
მთვარემ არაგვში შეასწროთ თითქოს...

ისე მაკლიხარ, ისე მომწყურდი -
ლამის არაგვის შევსვა პეშვებით.
ერთი ხევიდან ძლივს ამოსული,
უფრო უარეს ხევში ვეშვებ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1259 / თარიღი: 2014-09-26 / 6:24 AM / პარასკევი

ოთარ ჭილაძე - აჰა, დაძრულან ხეთა ლანდები / otar chiladze - aha, dadzrulan kheta landebi


აჰა, დაძრულან ხეთა ლანდები!
უკვე მესამედ ყივის მამალი
და ღმერთმა იცის, სად დავმთავრდები,
შენგან წასული და ბრმად მავალი.

ფეხქვეშ ჩხრიალებს წყვდიადის ხრეში,
გზა არსაიდან არსაით მიდის.
და აღარც შენ ხარ ჩემს ირგვლივ, ჩემში -
მცენარესავით ჩუმი და მშვ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1566 / თარიღი: 2014-09-26 / 6:22 AM / პარასკევი

ოთარ ჭილაძე - კვლავ იბეჭდება წყვდიადის ლუქით / otar chiladze - kvlav ibechdeba tskvdiadis luqit


„.. რატომ მაღვიძებ, მეგობარო?“
მიქელანჯელო

კვლავ იბეჭდება წყვდიადის ლუქით
სარკმელიც, სულიც... კვლავ ქრება შუქი
და კვლავ მთავრდება შვება ტკივილით,
ტკივილი - შვებით, ვით კვირა - უქმით

მაგრამ რას ნიშნავს ჩემი და სხვისი,
უკანასკნელი ანდა პირვე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1210 / თარიღი: 2014-09-26 / 6:16 AM / პარასკევი

« 1 2 ... 251 252 253 254 255 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0