Загрузка...
ოთარ ჭილაძე - კვლავ იბეჭდება წყვდიადის ლუქით / otar chiladze - kvlav ibechdeba tskvdiadis luqit - 26 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:10 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 26 » ოთარ ჭილაძე - კვლავ იბეჭდება წყვდიადის ლუქით / otar chiladze - kvlav ibechdeba tskvdiadis luqit


6:16 AM
ოთარ ჭილაძე - კვლავ იბეჭდება წყვდიადის ლუქით / otar chiladze - kvlav ibechdeba tskvdiadis luqit
„.. რატომ მაღვიძებ, მეგობარო?“
მიქელანჯელო

კვლავ იბეჭდება წყვდიადის ლუქით
სარკმელიც, სულიც... კვლავ ქრება შუქი
და კვლავ მთავრდება შვება ტკივილით,
ტკივილი - შვებით, ვით კვირა - უქმით

მაგრამ რას ნიშნავს ჩემი და სხვისი,
უკანასკნელი ანდა პირველი,
თუ შენი ხილვის ვერ გავხდი ღირსი
მე - მშობიარე ქვების მხილველი?!

ვის რაში უნდა სიცოცხლე ქვათა,
მზის საჭრეთელი და მთვარის გრდემლი,
თუ გადამლახავს ბობოქარ ზღვათა,
ბოლო ჩემივე დამახრჩობს ცრემლი?!

და კვლავაც ბეჭდავს წყვდიადის ლუქი
სულსა და სარკმელს... კვლავ ქრება შუქიც
და კვლავ მთავრდება შვება ტკივილით,
ტკივილი - შვებით, ვით კვირა - უქმით.

1980

მასალის წყარო: LitKlubi.Ge





გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1219 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, ოთარ ჭილაძე, poezia leqsebi, otar chiladzis leqsebi, შემოქმედება, ოთარ ჭილაძის ლექსები, otar chiladzis poezia, ოთარ ჭილაძის პოეზია, otar chiladze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0