მთავარი » 2014 » სექტემბერი » 26 » ოთარ ჭილაძე - აჰა, დაძრულან ხეთა ლანდები / otar chiladze - aha, dadzrulan kheta landebi
6:22 AM ოთარ ჭილაძე - აჰა, დაძრულან ხეთა ლანდები / otar chiladze - aha, dadzrulan kheta landebi
|
აჰა, დაძრულან ხეთა ლანდები! უკვე მესამედ ყივის მამალი და ღმერთმა იცის, სად დავმთავრდები, შენგან წასული და ბრმად მავალი.
ფეხქვეშ ჩხრიალებს წყვდიადის ხრეში, გზა არსაიდან არსაით მიდის. და აღარც შენ ხარ ჩემს ირგვლივ, ჩემში - მცენარესავით ჩუმი და მშვიდი.
ყივილით ებრძვის წყვდიადს მამალი, რადგან კვლავ სჯერა ამ კეთილ ფრინველს, რომ გარდაცვლილსაც აქვს მომავალი, გამხსენებელი თუ რჩება ვინმე.
მეც კვლავ მივდივარ, კვლავ მადგას თავზე ვერაგი ღმერთი მძაფრი განცდების. და ვივლი, ვივლი... სულ ვივლი ასე, სანამ საკუთარ თავსაც გავცდები.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1572 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: shemoqmedeba, ოთარ ჭილაძე, poezia leqsebi, otar chiladzis leqsebi, შემოქმედება, ოთარ ჭილაძის ლექსები, otar chiladzis poezia, ოთარ ჭილაძის პოეზია, otar chiladze
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 3 სტუმარი: 3 მომხმარებელი: 0
|
|