Загрузка...
ოთარ ჭილაძე - სილაზე იწვა ქალი / otar chiladze - silaze itsva qali - 26 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:54 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 26 » ოთარ ჭილაძე - სილაზე იწვა ქალი / otar chiladze - silaze itsva qali


6:52 AM
ოთარ ჭილაძე - სილაზე იწვა ქალი / otar chiladze - silaze itsva qali
სილაზე იწვა ქალი და კვალი,
ცოცხალი კვალი ქალიდან ზღვამდე.
ყველაფრის ნებას აძლევდნენ თვალებს
მეზღვაურები, რომლებიც სვამდნენ.
მზე ჩადიოდა, მრგვალი და სრული
და ბინდში კრთოდა თეთრი ქალაქი
გაბრუებული ქაფურის სუნით
და თევზის სუნით და ლაპარაკით.
მეზღვაურები ისხდნენ და სვამდნენ
შეჩვეულები ყოველგვარ ავდარს,
და სველი კვალი ქალიდან ზღვამდე,
ოცნებებს, სიზმრებს და ზღაპრებს ჰგავდა,
რომლებიც ნელა იწევდნენ მაღლა
და საბოლოოდ ქრებოდნენ ცაში,
ქრებოდნენ სხვა დროს და არა ახლა,
ახლა არავის არ სურდა ცაში.
ის იწვა, როგორც სინათლის ზოლი,
და ერთდროულად ყველა ჩემობდა.
და მიმავალი გემების ბოლიც
უბრუნდებოდა ქალაქს ზემოდან.
მზე ჩადიოდა, მრგვალი და სრული,
და ბინდში კრთოდა თეთრი ქალაქი
გაბრუებული ქაფურის სუნით
და თევზის სუნით და ლაპარაკით.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1250 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, ოთარ ჭილაძე, poezia leqsebi, otar chiladzis leqsebi, შემოქმედება, ოთარ ჭილაძის ლექსები, otar chiladzis poezia, ოთარ ჭილაძის პოეზია, otar chiladze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0