ლექსები - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-16, 9:47 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ოთარ ჭილაძე - რაც დასახარჯი არსებობს... / otar chiladze - rac dasakharji arsebobs


რაც დასახარჯი არსებობს– ვხარჯავ,
რაც სანახავი არსებობს–ვნახე.
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.
ვერ დავარბიე ჩემში ველური,
კანდაშაშრული მზით და მარილით,
ვერ მივაჭედე სულს სახელური,
რომ გამოაღოს ყველამ კარივით
ყველა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1316 / თარიღი: 2014-09-26 / 0:58 AM / პარასკევი

მაიმასკო - დეპრესია / maimasko - depresia


ახლა მოდაშია თურმე დეპრესია,
ბოლო ტენდენციებს გავხდი აყოლილი.
გუშინ რაც გითხარი, სრული სიგიჟეა,
სრული სიგიჟეა - თავიდან ბოლომდე.
მე ახლა შეშლილი უიღბლო გავხდი და
გიჟების აღლუმზე დავდივარ დროშებით.
ძველი სურათები , ეს უკვე ფაქტია!
ღია დარაბები - ის, რა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 3647 / თარიღი: 2014-09-25 / 9:58 PM / ხუთშაბათი

ოთარ ჭილაძე - გამომიტანა ბუნებამ მსჯავრი / otar chiladze - gamomitana bunebam msjavri


გამომიტანა ბუნებამ მსჯავრი:
სულზე ბორკილად მადევს ასაკი
და მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრი,
თუ გნებავს - შენი გზის ავაზაკი.
მე შენსკენ დიდხანს მოვქონდი ტალღას,
ვით უგრძნობელი ნივთი, საგანი...
და შენი ყველა ცოდვა ვარ ახლა
და არა ერთი იმათთაგანი.
ვე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1113 / თარიღი: 2014-09-25 / 7:57 PM / ხუთშაბათი

მიხეილ ქვლივიძე - ბედი / mikheil qvlividze - bedi


ბედი ამქვეყნად არვის უმართლებს,
ჭირთა მოთმენა _ კაცთა ნიჭია
და ჰა, ქართველმა თავის სუფრაზე
თვითონ სიკვდილიც შემოიჩვია!
შემოიჩვია, გვერდით დაისვა,
ვით სანაქებო ვინმე სტუმარი
და სამუდამოდ გაითავისა
მისი ტკივილი და საზრუნავი.
სადღეგრძელოებს, სალამ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1105 / თარიღი: 2014-09-25 / 7:34 PM / ხუთშაბათი

მიხეილ ქვლივიძე - მე მოვალ შენთან / mikheil qvlividze - me moval shentan


მე მოვალ შენთან _ გუშინ ან შარშან,
შენ მოხვალ ჩემთან _ ხვალ ან გაისად,
როცა კვირტები დაიწყებს გაშლას,
როცა ხეხილი ნაყოფს დაისხამს;
როცა მე და შენ იმდენად დაგვღლის
ამქევყნად ჩვენი როლის თამაში,
რომ მე დაგითქვამ შეხვედრის ადგილს
სადმე წარსულში ან მომავა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1586 / თარიღი: 2014-09-25 / 7:33 PM / ხუთშაბათი

მიხეილ ქვლივიძე - გარეთ ქარია / mikheil qvlividze - garet qaria


გარეთ ქარია. ძალიან მძლავრი
ქარია გარეთ და მე ამ ქარში
გავრბივარ, თუმცა ოთახში მძინავს.
გარეთ თოვლია. ძალიან დიდი
თოვლია გარეთ და მე ამ თოვლში
ვეფლობი, თუმცა ოთახში მძინავს.
ისვრიან გარეთ... და მერე ვიღაც
მოცელილივით ეცემა თოვლზე
და გაცივებულ თ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1122 / თარიღი: 2014-09-25 / 7:32 PM / ხუთშაბათი

მიხეილ ქვლივიძე - დრომ დამაბერა და დამარბია / mikheil qvlividze - drom damabera da damarbia


დრომ დამაბერა და დამარბია,
გამიცამტვერა ნატვრა ყოველი,
მაინც ხვალინდელ დღისკენ გავრბივარ,
ვით უსინათლო მარათონელი.
სულ ასე ვირბენ... ღმერთის შეწევნით
არც დავეცემი გზაზე მოხუცი
და თუ მომავალს ვერ დავეწევი,
გავჩერდები და... წარსულს მოვუცდი!

კომენტარები: 0 / ნანახია: 1057 / თარიღი: 2014-09-25 / 7:31 PM / ხუთშაბათი

მიხეილ ქვლივიძე - რა შუაშია საყვირი? / mikheil qvlividze - ra shuashia sakviri?


"...გარემოების საყვირი..."
ა. წერეთელი

"...მე ხომ სტვირი ვარ..."
ა. კალანდაძე

რა შუაშია საყვირი?
რა შუაშია სტვირი?
ჩვეულებრივი კაცი ვარ, -
ხან ვიცინი, ხან ვტირი.

არავის მივცემ უფლებას,
უფალი იყოს თუნდაც! -
ხელში ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1562 / თარიღი: 2014-09-25 / 7:29 PM / ხუთშაბათი

მიხეილ ქვლივიძე - ჩემი სიყვარული / mikheil qvlividze - chemi sikvaruli


ჩემი სიყვარული ყველაფერს გერჩიოს,
გახსოვდე ყველგან და მარად
არ გადამეჩვიო,
არ გადამეჩვიო,
არ გადამეჩვიო, არა!
შენ თუ მიმატოვებ ვის უნდა შევჩივლო,
ვინ მეტყვის: წუხილი კმარა...
არ გადამეჩვიო,
არ გადამეჩვიო,
არ გადამეჩვიო,
არა!

კომენტარები: 0 / ნანახია: 1323 / თარიღი: 2014-09-25 / 7:28 PM / ხუთშაბათი

მიხეილ ქვლივიძე - პოსტ სკრიპტუმ / mikheil qvlividze - post scriptum


მე ვწერ უბრალო, გაცვეთილ სიტყვებს
(მათ ვანაცვალე ჩემი ლექსები!), _
მე ამ სიტყვებში ჩემ ნათელ სიყრმეს,
ჩემ ტკბილ ბავშვობას ვეალერსები.
განა არ მესმის სიახლის ყადრი?
(სახელისათვის მეც მიომია!)
და მაინც ძველი "დარდი" და "ვარდი"
ყველაზე კარგი რითმა მგონია ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1135 / თარიღი: 2014-09-25 / 7:27 PM / ხუთშაბათი

« 1 2 ... 253 254 255 256 257 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0