მთავარი » 2014 » სექტემბერი » 26 » ოთარ ჭილაძე - და აი, როგორც სველი ძაღლები / otar chiladze - da ai, rogorc sveli dzaghlebi
7:01 AM ოთარ ჭილაძე - და აი, როგორც სველი ძაღლები / otar chiladze - da ai, rogorc sveli dzaghlebi
|
და აი,როგორც სველი ძაღლები, ისევ მოგროვდნენ კართან ჩრდილები და მოითხოვენ კარის გაღებას: ყეფით,წკმუტუნით და დაჟინებით.
და წვეთავს ისევ წყალი თუ ღამე, ღამე თუ შლამი,შლამი თუ სული, თუ უაზრობით შემკრთალი წამი, თუ სიმარტოვით გახსნილი წყლული...
რაღა აზრი აქვს ან რითი შეცვლი ფუძეგამოცლილ ცასა და მიწას, ვერც სისხლის სითბოს ვერ შეცვლი ცეცხლით ვერც დაპირებას ვერ აქცევ ფიცად.
თავს ვერ დააღწევ ბედის მარწუხებს, ვერ დააბრუნებ გასროლილ ტყვიას და სხვას არასდროს არ შეაწუხებს ის,რასაც შენი წუხილი ჰქვია.
ადგილს მიწაზე ყველგან იშოვის დღეის აჩრდილი და ხვალის მტვერი, მაგრამ ვერავინ ვერ მოიშორა იმედი-სულის მთავრი მტერი.
ჩემი ცხოვრებაც,ბუნების სარკე, კვლავ განსაზღვრული სიჩქარით მიჰქრის და მაინც ხალხში დაეძებს საკვებს მშიერ თაგვივით თამამი ფიქრი.
ნახვამდის,ზღვაო,თავისუფალო! ნახვამდის,თუმცა შენთან ვარ ისევ და დაყრუებულ სხეულით ვისმენ შენ ხმას თუ ხმაურს:მხნეს და უბრალოს...
1968
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1141 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: ოთარ ჭილაძე, shemoqmedeba, otar chiladzis leqsebi, poezia leqsebi, შემოქმედება, ოთარ ჭილაძის ლექსები, otar chiladzis poezia, ოთარ ჭილაძის პოეზია, otar
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|